პომპეის უკანასკნელი ცხენები – ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა

ცხენები ევაკუაციისთვის იყვნენ გამზადებულები, მაგრამ თავის გადარჩენა უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.

ძველი რომაული ქალაქი პომპეი თითქმის 2000 წლის წინ გაქრა, მაგრამ იგი დღესაც საოცარი აღმოჩენების საშუალებას აძლევს არქეოლოგებს.

ცოტა ხნის წინ მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, იგი ქალაქის დატოვებას ცდილობდა. მას მტკივანმა ფეხმა სწრაფად გაქცევის საშუალება არ მისცა და იგი დაიღუპა.

ახლა კიდევ ახალი აღმოჩენა გაკეთდა: ნაპოვნია ცხენების ნაშთები. ერთ–ერთი ცხენი შესაძლოა საომარი ყოფილიყო: ჩონჩხზე აღმოჩნდა უნაგირი და აღვირის რამდენიმე ელემენტი: ნამგლის ფორმის 4 ბრინჯაოს ფრაგმენტი, ასევე კაუჭების, სამაგრებისა და რგოლებისგან შემდგარი კონსტრუქცია. როგორც ჩანს, ეს არის ე. წ. “ოთხრქიანი” უნაგირის ნარჩენები. ასეთ უნაგირს რომაელები უზანგების გამოგონებამდე იყენებდნენ, რათა ცხენზე მყარად მჯდარიყვნენ საომარი მოქმედებების და სამხედრო დათვალიერების დროს.

რადგან საჯინიბო ცნობილ “მისტერიების ვილას” (Villa of Mysteries) მამულს მიეკუთვნება, არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს წმინდა სისხლის ბედაურის უნდას ყოფილიყო. ეს ვილა დიდგვაროვან მეომარს ეკუთვნოდა და იგი მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი არქეოლოგიური ძეგლია.

სხვა ცხენებზე ჯერჯერობით ნაკლებია ცნობილი: ადგილს მძარცველების კვალი ამჩნევია. მაგრამ მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ცხენები მომზადებულები ჰყავდათ მოქალაქეების სასიკვდილო საფრთხისგან თავის გადასარჩენად.

პომპეის მუზეუმის გენერალური დირექტორი მასიმო ოსანა აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღნიშნავს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*