პრეისტორიული ლეკვი დღემდე “ცოცხალია”

მეცნიერებმა დაიწყეს უნიკალური ლეკვის მუმიის შესწავლა, რომელიც 12 400 წლის წინ, პლესტოცენის ერაში ცხოვრობდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცხოველის ტვინი მთლიანად შემონახულია.

არქეოლოგებმა იაკუტიის რეგიონში, ნოტიო ნიადაგში აღმოაჩინეს პრეისტორიული ლეკვის ნაშთები. ეს ადგილი მაშინ დასახლებული იყო, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ძაღლი შესაძლოა შინაური ყოფილიყო. სერგეი ფიოდოროვის თქმით, საკმაოდ კარგად არის შემონახული მისი ცხვირი და კუდი, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თითქმის დაუზიანებელია თავის ტვინი. სკანირებისას კარგად გამოჩნდა ორივე ნახევარსფერო, ნათხემი და ჰიპოფიზი.

გაკვეთას ესწრებოდა სამხრეთ კორეელი მკვლევარი და ბიოტექნოლოგი ხვან უსოკი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი საეჭვო ექსპერიმენტებით ცხოველის ღეროვან უჯრედებზე. “იაკუტელი ლეკვისგან”, მისი შემდგომი კლონირებისთვის მან აიღო კანისა და კუნთების ნიმუშები. რუსი მეცნიერების მიზნები გაცილებით უფრო მოკრძალებულია – ყურადღებით შეისწავლონ ექსპონანტი და მისი საშუალებით უფრო მეტი გაიგონ პლესტოცენის ეპოქის ადამიანთა ცხოვრებაზე.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*