ჟიულ ვერნის დროის კაფსულა ნაპოვნია

პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის სწავლულებმა და ნიუ-იორკის მკვლევართა კლუბმა განაცხადეს, რომ ლითონის ყუთი, რომელიც მათ საფრანგეთში აღმოაჩინეს, დიდი ალბათობით, ჟიულ ვერნის დროის კაფსულაა.

ყუთი 1800-იანი წლებით თარიღდება და მასში მოთავსებულია დოკუმენტები, წიგნები, ლითონის სხვადასხვა ნივთი. აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ ისტორიკოსებში, არამედ ლიტერატურის მოყვარულთა შორის, ვინაიდან არ გამორიცხავენ, რომ ყუთში შესაძლოა ჟიულ ვერნის გამოქვეყნებული ნამუშევრებიც იყოს.

მეცნიერებმა დროის კაფსულას ქვეყნის სამხრეთით, საფრანგეთის პირენეებთან მიაკვლიეს, ჟიულ ვერნის საფლავის შესწავლის შემდეგ. თვით საფლავი კი ქვეყნის მეორე ბოლოშია. მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, შეგროვებული ვრცელი მასალების შესწავლა და გეოლოკაციის რთული ალგორითმების გამოყენება დასჭირდათ, რათა ჟიულ ვერნთან დაკავშირებული ობიექტი ეპოვათ.

დროის კაფსულის შიგთავსისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მკვლევარებმა ყუთი, ჯერჯერობით, მხოლოდ რენტგენის სხივების საშუალებით გამოიკვლიეს. მეორე, უფრო ხანგრძლივ ეტაპზე ყუთში მოთავსებულ ყველა მასალას გულდასმით შეისწავლიან. როგორც მეცნიერები ამბობენ, ნივთები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ყუთი მიწაში დიდხანს იყო ჩამარხული.

04d5c1c9762e002cff6398d81aba02df

ჟიულ ვერნი

c3ee40ca1c09abfa8eb7749c8798c148

ჟიულ ვერნის საფლავი

Leave a comment

Your email address will not be published.


*