რამდენად სახიფათოა კოსმოსური ნაგავი?

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ნათლად უჩვენა, თუ როგორ დამანგრეველ ძალას წარმოადგენს კოსმოსური ნაგვის თუნდაც ციცქნა ნაწილაკები.

დედამიწის გარშემო კოსმოსურ სივრცეში უამრავი კოსმოსური ნაგავია – კოსმოსური აპარატების, მეტეორიტების ფრაგმენტები. ტყვიაზე 10–20–ჯერ სწრაფად მოძრავი ეს ნაწილაკები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ თანამგზავრებისთვის და კოსმოსური ხომალდებისთვის.

ექსპერიმენტი ჩატარდა ESA–ს ლაბორატორიაში – ნორტვეიკში (ჰოლანდია). ალუმინის ოქსიდის უმცირესი ნაწილაკი გაზის ზარბაზნის მეშვეობით ააჩქარეს ჰიპერბგერის სიჩქარემდე – 10 კმ. წამში.

ეს ნაწილაკი გატყორცნეს 15×15 სმ–ის ზომის ალუმინის ფირფიტისკენ. მისი სისქე 1,2 მილიმეტრია. შედეგად ალუმინის ნაწილაკმა ფირფიტა გაიარა და მასში 28×12 მილიმეტრი ზომის ნახვრეტი დატოვა.

c58e5d27cdebfa1d5a4a3acd63b58729

d3fd4e9ffd38d26d7024aa84c747faf7

a46c66a5bf4bfcb7a25dffdda9b82811

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*