რამდენად ძველია გიზის დიდი სფინქსი

გიზის დიდი სფინქსი კირქვის გიგანტური ფიგურაა ლომის ტანითა და ფარაონივით მორთული ადამიანის თავით. მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტი როგორც უძველესი, ასევე თანამედროვე ეგვიპტის ნაციონალური სიმბოლოა.

Khafre_statue

ეფრენის ქანდაკება. დაცულია კაიროს მუზეუმში

სფინქსის შესახებ გეოლოგები, არქეოლოგები, ეგვიპტოლოგები ჯერაც განაგრძობენ კამათს. მაინც რამდენად ძველია ის – მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მონოლითი დაახლოებით 4500 წლის წინ აშენდა ფარაონ ხეფრენისთვის. ეგვიპტის მეოთხე დინასტიის მმართველი ძვ. წ. 2603–2578 წლებში ცხოვრობდა. მისი პირამიდა გიზაში მეორეა სიდიდით და წინამორბედისა და სავარაუდოდ მამამისის – ხეოფსის დიდი პირამიდის გვერდითაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სფინქსი ხეფრენის სახის მიხედვით შეიქმნა. თუმცა, ყველას არ სჯერა, რომ ის ხეფრენისთვის არის შექმნილი.

სფინქსი ხეფრენთან დაკავშირებული პირამიდების კომპლექსის შიგნით მდებარეობს, მაგრამ XIX საუკუნის შუა ხანებში ეგვიპტოლოგთა ნაწილი მიუთითებდა, რომ არ არსებობს რამე წარწერა, რომელიც ხეფრენს ქანდაკებასთან დააკავშირებდა. წლების განმავლობაში, მრავალი მკვლევარი სფინქსს ხეოფსთან აკავშირებდა.

ახლახან ახალი თეორია გაჩნდა, რომ ქანდაკება უფრო ძველია, დაახლოებით 9000 წლის წინანდელი. ამ ჰიპოთეზის მომხრეები მიანიშნებენ ეროზიის მრავალ კვალს დიდი სფინქსის მწვერვალში. მათი თქმით ამ რეგიონში კირქვას ასეთი ეროზიის გამოსაწვევად საკმარისი წვიმები ძვ. წ. 7000 წელს იყო.

ეს დამაინტრიგებელი და საკამათო თეორიაა. მეცნიერთა უმრავლესობა სფინქსის ტრადიციულ დათარიღებას – ხეფრენის პერიოდს ემხრობა.

წყარო – ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*