რამდენ ხანს იყო სხეული წყალში? ამის გარკვევა ძვლის ცილის მეშვეობით არის შესაძლებელი

ეს მეთოდი დაეხმარება ექიმებს მუშაობაში – პათოლოგოანატომებს და სასამართლო მედექსპერტებს.

ჩვეულებრივ, აღმოჩენილი გვამის სიკვდილის დროის დადგენა მწერების აქტივობით ან სხეულის ტემპერატურის საშუალებით ხდება. მაგრამ ეს არ ეხება წყალში მყოფ სხეულს. ახლა ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების მიხედვით, პასუხი შეიძლება ძვლის ცილამ გაგვცეს.

მეცნიერებმა მკვდარი თაგვების სხეულები სხვადასხვა ტიპის წყლის რეზერვუარებში მოათავსეს: მლაშე, გუბურას, სასმელი და ქლორიზებულ წყალში. ზოგიერთი სხეული ერთი კვირა გააჩერეს წყალში, ზოგიერთი – სამ კვირამდე. შემდეგ სპექტრომეტრიის დახმარებით თაგვების ფეხის ძვლები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა ტიპის წყალში ცილის დონე, რომელიც ფრუქტოზო-ბისფოსფატალდოლაბის სახელით არის ცნობილი, მცირდება მუდმივი და ცნობილი სიჩქარით.

იმის გათვალისწინებით, რომ ძვლებს კანი და კუნთები ფარავს, წყალში ყოფნის დროს მათ პარაზიტები ნაკლებად აზიანებდნენ. ეს იძლევა იმის იმედს, რომ შედეგები პოლიციელებს გამოძიებაში დაეხმარებათ.

თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ცილის დონე უშუალოდ სიკვდილის დროს ყოველთვის ვერ დაადგენს, მაგრამ ამ მეთოდით ზუსტად შეიძლება იმის დადგენა, თუ რამდენ ხანს იყო გვამი წყალში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*