რამ მოკლა კლეოპატრა?

გერმანიის, ტრირის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კრისტოფ შეფერის ხელმძღვანელობით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კლეოპატრა გველის ნაკბენით კი არა, არამედ სასიკვდილო კოქტეილისგან მოკვდა.

კოქტეილი ოპიუმს kleopatra_by_green__cat-d3e2lq9და ტკივილგამაყუჩებლებს შეიცავდა. ცნობილია, რომ ეგვიპტის დედოფალი ჩვ. წ. აღ.–მდე 30 წელს გარდაიცვალა. დღემდე მიიჩნეოდა, რომ ის მოკვდა გველგესლას ნაკბენისგან, რომელიც დღეს ცნობილია ეგვიპტური კობრას სახელით. თუმცა მეცნიერებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ სინამდვილეში კლეოპატრას სიკვდილის რეალური მიზეზი გველის შხამი არ არის.

“დედოფალი კლეოპატრა ცნობილი იყო თავისი სილამაზით და საკუთარი თავს ხანგრძლივი და დამასახიჩრებელი სიკვდილისთვის არ გაიმეტებდა.კლეოპატრას სურდა, სიკვდილშიც მშვენიერი ყოფილიყო, რომ საკუთარი იერი შეენარჩუნებინა. სავარაუდოა, მან მიიღო ოპიუმის და აკონიტის ნარევი. იმ დროისთვის ეს ნაზავი ცნობილი იყო, როგორც რამდენიმე საათში უმტკივნეულო სიკვდილის საშუალება. განსხვავებით გველის ნაკბენისგან, რომლის მოქმედება შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელებულიყო და ძალიან მტკივნეული და მტანჯველია” – ხსნის კრისტოფ შეფერი.

ის კვლევისთვის, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, სპეციალურად გაემგზავრა ალექსანდრიაში, სადაც ამოწმებდა თავის თეორიას ძველი სამედიცინო ტექსტებით და კონსულტაციებს გადიოდა ადგილობრივ სერპენტოლოგებთან.

ლეგენდარული დედოფალი წარმოშობით პტოლემეოსების ბერძნული დინასტიის წარმომადგენელი იყო. იგი ეგვიპტეს მართავდა ძვ. წ. აღ. 51–30 წლებში. ის ისტორიაში შევიდა არა მარტო როგორც მზეთუნახავი (სინამდვილეში იგი ასეთი არ ყოფილა), არამედ, როგორც ჭკვიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. იგი დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ეგვიპტესრომის დაპყრობისაგან. ცნობილია, რომ იულიუს კეისარი მის ცოლად შერთვას აპირებდა, მაგრამ სიკვდილმა შეუშალა ხელი.

მისი ერთ–ერთი მეგობარი და მიმდევარი მარკუს ანტონიუსი სასიყვარულო კავშირით დაუკავშირდა კლეოპატრას. ეს კავშირი დამთავრდა აქციუმთან ბრძოლისას ეგვიპტის დამარცხების ოქტავიანე ავგუსტუსის გამეფების შემდეგ. ბრძოლის შემდეგ ანტონიუსმა თავი მოიკლა. კლეოპატრამ მონობას და ოქტავიანეს მორჩილებას სიკვდილი არჩია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*