რას გვიამბობენ რუკები

კარტოგრაფიას მხოლოდ პრაქტიკული სარგებელი არ მოუტანია, მან ხელოვნების არაერთი მშვენიერი ნიმუში შექმნა. სხვა საკითხია, რამდენად ობიექტური იყო ხელოვნების ამ ნიმუშებზე ასახული ინფორმაცია.

mappa1

ჰერეფორდის საკათედრო ტაძარში დაახლოებით 1300 წელს შექმნეს mappa mundi – მსოფლიოს რუკა

დღესაც, როდესაც ქალაქგარეთ ხანგრძლივი გასეირნებისთვის ან სულაც მოგზაურობისთვის ვემზადებით, თან მიგვაქვს რუკა. ის გაცილებისთ სანდოა, ვიდრე თუნდაც მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია, რადგან დროდადრო ან მისი კვების წყარო იცვლება, ან სიგნალს კარგავს. მაგრამ არც რუკა იყო ყოველთვის უტყუარი და ზუსტი. ამაში დავრწმუნდებით, თუ ძველ რუკებს გადავავლებთ თვალს. მათგან ბევრი შემქმნელ გეოგრაფ–კარტოგრაფებზე უფრო მეტს გვიამბობს, ვიდრე ტერიტორიებზე.

strata_england_wales_1815

ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის გეოლოგიური რუკა უილიამ სმიტმა 1815 წელს შექმნა

მაგალითად, XVI საუკუნის ბრიტანულ რუკაზე, მსოფლიოს ცენტრში სწორედ ის ქვეყანაა, სადაც იგი შეადგინეს.

შუა საუკუნეებში, როგორც წესი, სამყაროს ცენტრში იერუსალიმს განათავსებდნენ. ასე გამოსახავდნენ ქრისტიანობის მნიშვნელობას ამ ეპოქაში. ამ ტრადიციის კლასიკური ნიმუშია ჰერეფორდის mappa mundi – მსოფლიოს რუკა, რომელიც ჰერეფორდის საკათედრო ტაძარში შექმნეს დაახლოებით 1300 წელს.

ბამბუკის ჩხირების, ნიჟარებისა და პალმის ფოთლებისგან შექმნილი სქემა კუნძულების განლაგებას, ოკეანის დინებასა და მოქცევებს ასახავდა.

ლონდონის მეტროს გამარტივებული სქემა, რომელიც ჰარი ბეკმა 1931 წელს შეადგინა, ასახავდა ეპოქის მოთხოვნებს თანამედროვე ინოვაციებით.

არსებობს ლომვეშაპის ტყავზე შექმნილი ჩუკოტკის რუკა–გეგმა, რომელიც 1870 წლით თარიღდება და ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება.

wpid-Photo-Oct-24-2012-117-PM

ტურინის რუკა–პაპირუსი. დეტალი

პრაქტიკულად, ეს გახლავთ ხალხის ცხოვრების ენციკლოპედიაც და გეოგრაფიული რუკაც: აქ გამოსახულია ლომვეშაპებიც, ვეშაპებზე სანადირო ადგილები, კაიაკები, შამანები, ნადირობის სცენები და სხვა ეპიზოდები ჩუქჩების ყოველდღიური ცხოვრებიდან.

მსოფლიოს უძველეს გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რუკად დღეს ტურინის ძველეგვიპტურ რუკა–პაპირუსს მიიჩნევენ. ნილოსის დამშრალი მარჯვენა შენაკადის, ვადი–ჰამამატის ხეობა უმოკლესი დამაკავშირებელი გზა იყო ზემო ეგვიპტის დედაქალაქ თებესა წითელ ზღვას შორის. რუკა–პაპირუსზე დატანილია ხეობის 15–კილომეტრიანი მონაკვეთი, ასევე კარიერები, ოქროს საბადოები და სხვა ობიექტები. მინერალებიც სხვადასხვა ფერით არის გამოსახული.

ტურინის რუკა–პაპირუსი ძვ. წ. 1150 წელს შეუდგენიათ ახალი სამეფოს მეოცე დინასტიის ფარაონ რამზეს IV–ისთვის. ახლა კი, იტალიაში, კერძოდ ტურინში, ეგვიპტის მუზეუმში ინახება.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*