რას ეწეოდა ძველი მაია? არქეოლოგების მოულოდნელი აღმოჩენა

არქეოლოგებმა შეძლეს იმის გარკვევა, თუ რა ბალახებს ამატებდა ძველი მაიას ხალხი მოსაწევ ნაერთებში. ამის დადგენა არტეფაქტების ანალიზით მოხერხდა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორმა 2012 წელს, მაიას ტერიტორიაზე გათხრების დროს, ცერემონიალური ჭურჭელი აღმოაჩინა. მსგავს ჭურჭლებზე დახატული იყო იეროგლიფი, რომელიც, როგორც “თამბაქოს სახლი” ითარგმნება. მაგრამ, კერძოდ რა ინახებოდა მათში, უცნობი იყო.

ანთროპოლოგებმა ახალი კვლევა ჩაატარეს. მათ არტეფაქტების ანალიზის ახალი ტექნიკა გამოიყენეს იმის დასადგენად, თუ რა ფსიქოაქტიურ ნაერთს იყენებდა ძველი მაია. ეს პირველი დადასტურებული საბუთია იმისა, რომ ძველი მაია თამბაქოში სხვა ბალახებს ურევდა.

აღმოჩენილი ჭურჭელი მიეკუთვნება ვენერას კლასიფიკაციას. (“ბოთლი შხამით”. მათში ინახებოდა წამლები, თამბაქო, პიგმენტები და შხამები). ასეთი მინიატურული კერამიკული კონტეინერები მრავლად არის აღმოჩენილი ძველი მაიას კომპლექსებში.

ციმერმანმა და მისმა კოლეგებმა ახალი მეთოდი გამოიყენეს. მეტაბოლომიკის მეთოდით, ძველ კერამიკაში არსებული მცენარეული ნაერთების და მეტაბოლიტების სპექტრის ანალიზი კეთდება. ძველ მეთოდს ბიომარკერების მცირე, შეზღუდული რაოდენობის გამოვლენა შეეძლო.

ძველი მაიას კერამიკული ფლაკონების შესწავლისას გაირკვა, რომ ჭურჭელში ორი ტიპის სხვადასხვა თამბაქო ინახებოდა. თუთუნის კვალის გარდა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს Tagetes Lucida-ს, ხავერდას კვალი. ეს მრავალწლოვანი ბალახია. მას ნაერთში ამატებდნენ, რათა მოწევის პროცესი უფრო სასიამოვნო გამხდარიყო.

კონკისტადორების ძველ ჩანაწერებში ნახსენებია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თამბაქოს ნაერთებში ხავერდას დამატებით, არომატიზატორის ფუნქციით ამატებდნენ. ეს კვლევა კი, ამ პრაქტიკის პირველი დადასტურებული საბუთია.

დიდი ხანია ცნობილია, რომ მთელი ამერიკის ტერიტორიაზე, ევროპელებამდეც და შემდეგაც, თამბაქო ფართოდ გამოიყენებოდა. მაგრამ სამედიცინო და ცერემონიალური მიზნებით სხვა მცენარეების გამოყენება ნაკლებად ცნობილი იყო.

ანალიზის შედეგებში 9000-მდე დანალექის ქიმიური კვალია. მეცნიერებმა კიდევ 6 მცენარის დადგენა შეძლეს, რომელიც მეზოამერიკულ კულტურებში გამოიყენებოდა ცნობიერების შეცვლის მეთოდებში. ეს ფსიქოაქტიური მცენარეები იყო, რომელთა გამოყენების შესახებ მეცნიერებმა ჯერ ძალიან ცოტა რამ იციან.

მკვლევარების ჯგუფი უკვე მუშაობს უფრო ძველი ჭურჭლების შესასწავლად, რათა მცენარეული ნაერთების ანალიზი გაკეთდეს.

d61dc920507640b28de618c20f04b0eb.max-2000x1000

a34f5cadc9914e26ae1ff9fd85748f06.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*