რატომ ანათებს თოვლი არქტიკაში?

2021 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის არქტიკაში ლურჯი, კაშკაშა ნათება დააფიქსირეს. რა იწვევს ამ ფენომენს?

ახალი წლის დღეები, როგორც წესი, დაკავშირებულია ფოიერვერკებთან და ბრჭყვიალა ფერებთან, მაგრამ დეკემბერში, რუსეთის არქტიკის თოვლიან ზედაპირზე მეცნიერების ყურადღება სხვა ტიპის მბზინავმა შუქმა მიიპყრო.

ეს მოვლენა პირველად, თეთრი ზღვის სანაპიროზე აღწერა მიკრობიოლოგმა, ვერა ემელიანენკომ, რომელიც არქტიკაში მუშაობდა. მიკროსკოპული დაკვირვების შემდეგ მეცნიერმა დაადგინა, რომ საოცარი, ლურჯი ნათების გამომწვევი მიზეზი, კიბორჩხალა Metridia longa არის. როგორც ჩანს, კიბორჩხალები მოხვდნენ თეთრი ზღვის ძლიერ დინებაში, რამაც ისინი თოვლიან ნაპირზე გამორიყა.

ეს მოელვარე ფენომენი გამოწვეულია ბიოლუმინესცენციის შედეგად. როდესაც ლუციფერინი, რომელიც Metridia longa-ს ორგანიზმში არის, ჟანგბადთან შედის რეაქციაში, რაც ქიმიურ ნათებას იწვევს – Metridia longa-ს სხეულზე არსებული ჯირკვლები გამოყოფენ ინკანდესენტურ ნათებას.

“Metridia longa-ს ჯირკვლები ერთდროულად გაისვრიან ამ ორ მოლეკულას და წყალში ქმნიან საოცარ, ნაზ შუქს” – ამბობს საზღვაო ბიოლოგი სტივენ ჰადოკი, რომელიც სწავლობს ღრმა ზღვის ზოოპანკტონს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*