რატომ არის ადამიანი ასეთი ჭკვიანი? მას ცოტა სძინავს

რატომ დავფრინავთ თვითმფრინავებით, ვქმნით კომპიუტერებს, ჩვენი უახლოესი ნათესავები კი ისევ ხეებზე დახტიან? შეიძლება საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველაზე შრომისმოყვარე პრიმატები ვართ დედამიწაზე და ძალიან ცოტა გვძინავს.

დიუკის 679dd29e9f1657b4ffa1811895d07f3cუნივერსიტეტის ახალი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Evolutionary Anthropology, გვიჩვენებს, რომ ადამიანს საშუალოდ დღე–ღამეში 7 საათს სძინავს. ეს ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლემურების ძილის ხანგრძლივობა, ზოგიერთ პრიმატს კი 17 საათი ძინავს.

ძილის დროს ადამიანი 25%–ს სწრაფ ძილში ატარებს. ამ დროს იგი ხედავს სიზმრებს. მართალია, პრიმატებიც ხედავენ სიზმრრებს, მაგრამ მათი სწრაფი ძილი მხოლოდ 5%–ს შეადგენს. ძილის დანარჩენ დროს ადამიანი სთვლემს. ადამიანს შეუძლია იფხიზლოს, იმოქმედოს, რადგან ჩვენ სწრაფად შევდივართ სწრაფი ძილის ფაზაში და იქ უფრო დიდ დროს ვატარებთ, ვიდრე ცხოველები.

ამით ადამიანმა თავი დააღწია მუდმივ მთვლემარე მდგომარეობას, რომელიც სხვა პრიმატებს ახასიათებთ. მკვლევარების აზრით, ეს მაშინ მოხდა, როცა ადამიანი ხიდან მიწაზე ჩამოვიდა: გაიზარდა მტაცებლების რისკი და შიდაკონფლიქტების საშიშროება. ასევე გაიზარდა სოციალური ურთიერთობების დრო.

თუ ადამიანს რაიმე საინტერესო აქვს გასაკეთებელი, ის ადვილად ელევა ძილს შეგნებულად. შესაძლებელია, ჩვენს წინაპრებს არ ეძინათ, ხვდებოდნენ სხვა ადამიანებს და თავიანთ ფხიზელ გენებს სწრაფად გადასცემდნენ. ე. ი. გართობამ, ურთიერთობამ და არა შიშმა გახადა ადამიანი უფრო ჭკვიანი და აქტიური სხვა ცხოველებთან შედარებით.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*