რატომ არის ტარაკანის მოკვლა ძნელი

ტარაკნების გასრესა ადვილი არ არის: ხშირად ისინი დაუზიანებლები რჩებიან. მეცნიერებმა ამ მწერების სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლო ამოხსნეს და ვიდეოზე გადაირეს.

ტარაკნებ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ დაწოლას, რომელიც 900–ჯერ აღემატება მათ მასას. ასევე მათ ოსტატურად შეუძლიათ პატარა ღრიჭოებში შეძრომა. ასეთივე უნარი გააჩნიათ რვაფეხებსაც, თუმცა ისინი ამ თავიანთი რბილი და ელასტიური სხეულის წყალობით ახერხებენ. ტარაკნების სხეული კი სულ სხვანაირად არის აგებული. მისი “ზეუნარების” შესწავლა ჰარვარდის მეცნიერების ობიექტი გახდა.

გამოკვლევებისთვის გამოიყენეს ამერიკული ტარაკანი (Periplaneta americana) და მისი ანალოგი რობოტი–ტარაკნები.

ეკზოჩონჩხი, რომელიც ამ მწერებს გააჩნიათ, იცავს მათ სახიფათო სიტუაციებში დაზიანებისგან. ასეთი ანატომიური განსაკუთრებული თვისებები ტარაკნებს ბუნებისგან აქვთ და ადამიანი მათგან აქტიურად სწავლობს. ასეთი ეკზოჩონჩხების მქონე რობოტები შეიძლება გამოიყენონ სამაშველო ოპერაციების დროს, რთულ მისადგომ ადგილებში შეღწევისთვის.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*