რატომ არ ავადდებოდნენ პირველყოფილი ხორცისმჭამელები კიბოთი

არქეოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანი ხორცს საკვებად ათასწლეულების განმავლობაში იყენებდა. ამასთან, კიბოს განვითარება ჩვენს წინაპრებს არ აწუხებდათ: ისინი ამზადებდნენ და ჭამდნენ თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავებულად.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შემავალი კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ გადამუშავებული 50 გრამი ხორცის ყოველდღიური მიღება ნაწლავური კიბოს რისკს 18%–ით ზრდის. სამეცნიერო კვლევის თანახმად, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას თვითონ ხორცი კი არ უწყობს ხელს, არამედ ნივთიერებები, რომლებიც ძეხვეულის და ბეკონის დასამზადებლად გამოიყენება. კანცეროგენები ასევე გამოიყოფიან ხორცის მაღალ ტემპერატურაზე ღია ცეცხლზე მომზადების დროს. ექსპერტები აღიარებენ, რომ წითელი ხორცი ძალიან სასარგებლოა და მდიდარია საჭირო ელემენტებით (რკინით, თუთიით და ვიტამინი B12–ით). მაგრამ სარისკოა გადამუშავებული ხორცის მიღება.

დიეტოლოგები ამატებენ, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი ასაკთან არის დაკავშირებული. კაცობრიობა ხორცს საკვებად საუკუნეებია იყენებს, მაგრამ ონკოლოგია უამრავი პრობლემის სიაში არ შედიოდა მრავალი მიზეზით. სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობის გარდა, ცხოვრების წესი ხორცის ხშირი მიღების საშუალებას არ იძლეოდა.

თავდაპირველად ადამიანი შეუსვენებლად, რამდენიმე დღე ნადავლს მისდევდა. შემდეგ იგი მთელ ტომზე ნაწილდებოდა. შედეგად პირველყოფილ მონადირეებს არც ისე ბევრი წითელი ხორცი ხვდებოდათ წილად.

არქეოლოგების კვლევების შედეგებით, ძველი ადამიანების დიეტა სანახევროდ მცენარეული საკვებისგან შედგებოდა, 15%–ს შეადგენდა ტკბილეული თაფლის სახით და მხოლოდ 32%–ს შეადგენდა ცხოველური წარმოშობის საკვები. ამასთან, განსხვავებული იყო მომზადების წესიც: ძეხვეულზე მაშინ ლაპარაკიც კი არ იყო. შემწვარ ხორცთან ერთად, ადამიანები ადრე მას ძალიან ხშირად ხარშავდნენ. ამ ფაქტორების შეერთებით ხორცი ადრე კიბოს განვითარებას არ იწვევდა.

დიეტოლოგები ამასთან გვახსენებენ, რომ ხორცზე მეტად რისკს სხვა პროდუქტები უფრო აძლიერებენ. ლაპარაკია დაახლოებით 900 ნივთიერებაზე. მათ შორის ყველაზე დიდი რისკის შემცველია: თამბაქო, ალკოჰოლი, ყავა და სხვა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*