რატომ არ სცხელა კოლიბრს

კოლიბრებს რეკორდულად სწრაფი ფრენა და ფრთების ფრენა შეუძლიათ. ყველაფერმა ამან, მათი პატარა სხეულების გადახურება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ეს ასე არ ხდება. მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როგორ ანაწილებენ ეს ჩიტები სითბოს.

კოლიბრების ოჯახი (Trochilidae) 300–ზე მეტ სითბოს ითვლის. ეს მსოფლიოში ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკუსვლით ფრენა შეუძლია. მეორე განმასხვავებელი ნიშანი უზარმაზარი სიჩქარის განვითარების უნარია – 80 კმ/სთ–მდე. ფრენის დროს ფრთების ქნევის სიხშირე წამში ასამდეა. დასვენების დროს კოლიბრის გულის ცემა 500 დარტყმაა წუთში, ხოლო აქტიურობის პერიოდში – 1200–ზე მეტი.

კოლიბრის სხეულზე სითბოს განაწილების შესწავლისას, ჯორჯ ფოქსის და მონტანას უნივერსიტეტების მეცნიერებმა ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს კალიოპეზე (Selasphorus calliope). სიგრძეში ეს ჩიტები 9 სანტიმეტრს აღწევენ. გაშლილი ფრთების სიგრძე 11 სანტიმეტრია, წონა კი 3 გრამი. კოლიბრი–კალიოპე ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობს და იქ ყველაზე პატარა ჩიტია.

ლაბორატო4fbb430718a2a00cffb1427e00696330რიაში მოაწყვეს აეროდინამიკური მილი, რომელიც საკვებისკენ იყო მიმართული. ამ მილში მოხვედრილი კოლიბრი 14 მეტრ წამ სიჩქარეს ავითარებდა. სიტბური კამერით გადაღებამ აჩვენა, რომ კოლიბრის სხეულზე არის სითბური გადაცემის სამი ზონა: თვალების გარშემო, მხრების სახსარი და ფეხები. ფრენის დროს ამ ზონების ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე 5−8ºC–ით მეტი იყო. ჰაერის ნაკადები მხოლოდ ნაწილობრივ ეხმარებიან ფრინველებს გაგრილებაში: ამ პროცესის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს ჩიტის დაკიდულ მდგომარეობაში: ამ დროს კოლიბრი ფეხებს წინ სწევს, რაც ფრენის დროს დაგროვილი სითბოს ეფექტურ გაცემას უწყობს ხელს: ამ მიზნით ის ბერავს თვალების გარშემო არსებულ ზონას.

ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კოლიბრი იმ სახეობებს მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული კლიმატურ ცვლილებებზე. რაც უფრო თბილი იქნება გარემოს ჰაერი, მით უფრო გაუჭირდებათ ფრინველებს ფრენის დროს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება და მის მერე გაგრილება.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*