რატომ გადაშენდნენ მამონტები: ახალი ვერსია

ამერიკელმა მეცნიერებმა გაქრობის ახალი ვერსია წარმოადგინეს. ახალი კვლევების შედეგების მიხედვით, ადამიანის მხრიდან წარმოქმნილმა საფრთხემ მამონტების სწრაფი ზრდა გამოიწვია. ამ ცხოველების პოპულაციამ, ამ გამოწვევას ვერ გაუძლო.

მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა ეშვებში აზოტის იზოტოპების ანალიზი ჩაატარეს. კვლევისთვის გამოიყენეს 15 ეშვი, ასევე 3–დან 12 წლამდე ასაკის მამონტების ბეწვი, რომლებიც 40–დან 10 ათას წლამდე შუალედში ცხოვრობდნენ. მიღებული შედეგები დააკავშირეს იმ ასაკთან, როცა ცხოველი თავს ანებებდა დედის რძეს. ამ “კოლექციას” მეცნიერები 20 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.

დედის რძისთვის თავის დანებების ასაკი პირდაპირ დაკავშირებულია ნებისმიერ ცხოველთა პოპულაციის შიგნით არსებულ პრობლემებთან. ასევე ცნობილია, რომ მყარ საკვებზე გადასვლის შემდეგ ძუძუმწოვრების ორგანიზმში აზოტის იზოტოპების – N 15 და N 14 თანაფარდობა მცირდება. ეს არაერთხელ დადასტურდა სხვა ცხოველების მაგალითზე, მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ მამონტების შემთხვევაში.

თანამედროვე სპილოების შესწავლის საფუძველზე, ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ პატარა ცხოველების ძუძუთი კვების შეწყვეტა გამოწვეულია მონადირეების მხრიდან წამოსული საშიშროებით. (ე. ი. ცხოველი აუცილებლად სწრაფად უნდა გახდეს ზრდასრული). და პირიქით – როცა ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდი ხანგრძლივდება, ეს ნიშნავს ჩვეულებრივი საკვების მოძიების გართულებას (უფრო ხშირად ამას კლიმატური ცვლილებები იწვევს).

ეშვის სტრუქტურა ჰგავს გადაჭრილი ხის ასაკობრივ რგოლებს და იძლევა მყარ საკვებზე გადასვლის, ზუსტი ასაკის დადგენის საშუალებას.

ახალი კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ 30 ათასი წლის განმავლობაში, მამონტების ზრდასრულობის ასაკი 8 წლიდან 5 წლამდე შემცირდა. უნივერსიტეტის პრეს–რელიზში მოხსენიებულია, რომ თავისი არსებობის ბოლო საუკუნეებში მამონტებზე ნადირობა მუდმივად ხშირდებოდა. საბოლოოდ მამონტები ადამიანებთან ბრძოლაში დამარცხდნენ.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*