რატომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა ანტარქტიდაში 3-კილომეტრიანი ჭაბურღილის გაბურღვა

ავსტრალიელი მეცნიერები (AAD) მასშტაბური კვლევისთვის ემზადებიან.

ავსტრალიის ანტარქტიკულმა დეპარტამენტმა (AAD) საბურღი დანადგარი წარმოადგინა. ის გათვლილია 3 კილომეტრის სიღრმის ჭაბურღილის გასაბურღად.

“ჩვენ ვემზადებით კლიმატზე არსებული,ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრობლემის გადაჭრისთვის” – განაცხადა ტას ვან ომენმა.

დაგეგმილ სიღრმეზე ყინულის ასაკი 1,5 მილიონი წელია. ის რამდენიმე საერთაშორისო კვლევითი პროექტის ობიექტია.

“ჩვენ ყინულში პატარა ბუშტუკებს შევნიშნავთ. ეს ერთგავრი დროის კაფსულებია. ისინი დედამიწის ატმოსფეროს წარსულზე მოგვიყვებიან. ჩვენ ამ ყინულის ნიმუშების აღება და ამ “დროის კაფსულების” დახმარებით, მილიონობით წლის წინ კლიმატის ცვლილებების გაგება გვინდა” – ამბობს ომენი.

მოპოვებული მონაცემების მიხედვით, მეცნიერები გეგმავენ, გაზრდილი ნახშიროჟანგის პირობებში, დედამიწაზე კლიმატის მომავალი ცვლილებების პროგნოზირებას. სწორედ მილიონი წლის წინ გაიზარდა გამყინვარების ციკლები – მას შემდეგ გამყინვარება პლანეტაზე 40 000 წელიწადში კი არ დგება, არამედ 100 000 წელიწადში ერთხელ. მეცნიერი ვარაუდობს, რომ სწორედ ნახშიროჟანგის დონე განსაზღვრავს ციკლურობას. მეცნიერები იმის გარკვევას აპირებენ, თუ რა ემართებოდა გაზს, როცა კლიმატი იცვლებოდა.

თბილი წყლები ასევე ანადგურებენ ანტარქტიკულ მყინვარებს. სწორედ დანალექი ქანების მდგომარეობა მოახდენს იმის ილუსტრირებას, თუ რა სიჩქარით მოწყდებიან მყინვარები და მოხვდებიან ისინი მსოფლიო ოკეანეში, რაც მისი დონის აწევას გამოიწვევს.

ყველაზე ღრმა ჭაბურღილი 2152 მეტრის სიღრმისაა. ახლა კი მეცნიერები 3000 მეტრზე გაბურღვას გეგმავენ. სამუშაოები 2021 წელს უნდა დაიწყოს. მზადდება 500 ტონიანი მობილური ბაზა.

9 მეტრის სიგრძის ბურღი უჟანგავი ფოლადის, ალუმინის, ბრინჯაოს და ტიტანისგან არის დამზადებული. ის გამოთვლილია ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურებზე (-55° C).

Leave a comment

Your email address will not be published.


*