რატომ დაკარგა მხედველობა მღვიმის თევზმა

მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ დაკარგა მხედველობა Astyanax mexicanus–ის სახეობის მღვიმის ბრმა ტეტრამ.

მღვიმეში, სადაც ეს074f60051c67a3e437f79cc39b589db8 თევზები ბინადრობენ, ძალიან ძნელია საკვების მოპოვება, ამიტომ ცხოველებს ძალიან სჭირდებათ ენერგიის შენარჩუნება. მკვლევარებმა განსაზღვრეს ჟანგბადის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ტვინის იმ უბნებისთვის, რომლებიც მხედველობას მართავენ და დაადგინეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გრძნობის ორგანოს გარეშე ორგანიზმი ხარჯავს 15%–ით ნაკლებ ენერგიას. შედეგები 11 სექტემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ  Science Advances–ში.

დემიან მორანის სიტყვებით (კვლევების ხელმძღვანელი) ენერგიის დიდ რაოდენობას მოითხოვენ ფოტორეცეპტორები – თვალის ბადურას სინათლისმგრძნობელი ნეირონები. თუ ცხოველი მუდმივ სიბნელეში ბინადრობს, მას თვალები არ სჭირდება, რადგან ისინი12ytrcfty3 საკვების მოპოვებაში მტაცებლებთან შეხვედრის თავიდან აცილებაში ვერ ეხმარებიან.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მექსიკური ტეტრას შუა ტვინი, რომელიც მართავს მხედველობას, უფრო პატარაა, ვიდრე იმ სახეობების, რომლებსაც მხედველობა აქვთ. მხედველობის არ ქონას ბრმა ტეტრა უამრავი გემოს კომპენსირებით ახერხებს.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*