რატომ კარგავს მთვარე წყალს?

დედამიწის თანამგზავრი ყოველწლიურად 200 ტონა წყალს კარგავს, მეტეორიტების შეტევის გამო.

კვლევები ჩატარებულია მთვარის ზონდ Lunar Atmosphere and Dust Environment Explorer–ის მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე. ზონდი 2013 წლის ნოემბერში გაუშვეს. პირველი 6 თვის მანძილზე დაფიქსირდა მთვარის ზედაპირიდან პლანეტშორის სივრცეში ნაწილაკების ამოფრქვევა. მათ შორის წყლის ნაწილაკებიც იყო.

39–დან 29 დაფიქსირდა 48 საათში, როდესაც ლეონიდეს, ჰემინიდეს და კვადრანტიდას მეტეორების ნაკადი აქტივობის მაქსიმუმი იყო. რაც უფრო ძლიერი იყო ნაკადი, მით მეტი ნაწილაკი გადიოდა კოსმოსში. წყლის მოცულობა საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ ის მეტეორებიდან მოტანილი ყოფილიყო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წყლის ნაწილაკების ყველაზე დიდი რაოდენობა მეტეორების დაცემის ადგილებიდან იფრქვევა.

ერთი წლის განმავლობაში მეტეორიტებმა მთვარის გრუნტიდან კოსმოსში 300 ტონა წყალი გაისროლეს. მესამედი უკან დაბრუნდა.

მეტეორების ნაკადის ციკლურობის გათვალისწინებით, გამოდის, რომ ყოველწლიურად მთვარე 200 ტონა წყალს კარგავს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*