რატომ უხტებიან გეპარდები ტურისტებს მანქანებში

კენიის ნაკრძალი მასაი–მარა ცნობილია იქ მობინადრე ცხოველების სიმრავლით, რაც თავის მხრივ უამრავ ტურისტს იზიდავს. ზოგიერთ მათგანს გეპარდებთან პირისპირ შეხვედრა უწევს.

კენიის ნაკრძალში, მასაი–მარაში “დიდი აფრიკული ხუთეულის” ყველა ცხოველი ბინადრობს: ლომები, სპილოები, მარტორქები, კამეჩები და ლეოპარდები. დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ ჰიპოპოტამები, ანტილოპა გნუები და ფაუნის მრავალი სხვა წარმომადგენელი. ხშირია გეპარდების გამოჩენაც.

ტურისტები საექსკურსიო ჯიპებიდან ტკბებიან ცხოველებით. საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ისინი მანქანებიდან არ გადმოდიან, აგრეთვე ცხოველები რომ არ დააფრთხონ. მაგრამ ხშირად ცხოველები თვითონ მიდიან კონტაქტზე. ხშირია ვიდეორგოლები, როცა გეპარდები ტურისტულ ჯიპებში ხტებიან.

როგორც ბიოლოგები ხსნიან, გეპარდების ნადირობის ობიექტები საშუალო ზომის ჩლიქოსნები არიან: გაზელები, იმპალები, გნუს ხბოები. ადამიანი ამ მტაცებლის ინტერესის სფეროში არ შედიან. მანქანებზე მათი შეხტომა იმით აიხსნება, რომ ისინი სიმაღლიდან ათვალიერებენ ტერიტორიას. ამისთვის მათ რამდენიმე წუთი ყოფნით, ხანდახან მთელი საათი.

მთელი ამ დროის განმავლობაში ტურისტებს მორჩილად უწევთ ლოდინი, სანამ დაუპატიჟებელი სტუმარი თვითონ არ წავა.

მიუხედავად თავიანთი მშვიდობიანობისა, გეპარდი ადამიანს მაინც შეიძლება თავს დაესხას, პირველ რიგში გაქცეულს. 2015 წლის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის პარკ Lion–ში გეპარდი თავს დაესხა ბიჭს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა. ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა რამდენიმე დაზიანება მან მაინც მიიღო.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*