რატომ შეუძლიათ დელფინებს მეგობრობა

ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ბოთლისცხვირა დელფინებისთვის სოციალური აქტივობა უცხო არ არის.

კვლევას აწარმოებდნენ ფლორიდის ატლანტიკის უნივერსიტეტთან არსებული ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები. სამუშაო 6,5 წელიწადს გაგრძელდა. ჟურნალ Marine Mammal Science-ში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დელფინებს ადამიანების ანალოგიური ქცევითი მემკვიდრეობა აღმოაჩნდათ. კონკრეტული დელფინი უპირატესობას აძლევს ერთ ცხოველს, მეორეს კი გაურბის. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ დელფინები ხშირად იკრიბებიან ცალკეულ ჯგუფ-კომუნებში, ერთად გადაადგილდებიან და ჩერდებიან მათთვის ჩვეულ, ათვისებულ ტერიტორიაზე.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მათი სოციალური ურთიერთობების განვითარების დინამიკა დამოკიდებულია დელფინების მიერ დაკავებული არეალის ზომებზე და ფორმებზე. მაგალითად, კომუნები, რომლებსაც ლაგუნების შედარებით ვიწრო გასასვლელები უკავიათ, უფრო კომპაქტურები და დახურულია. ამან მეცნიერებს იმის საშუალება მისცა, რომ მათ პარალელები გაევლოთ პატარა ქალაქების მაცხოვრებლებთან, რომლებსაც ასევე განსაზღვრული ურთიერთობების წრე აქვთ და იქ უცხოს დიდი ხალისით არ უშვებენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*