რაშია გიგანტური მედუზას შხამის საიდუმლო?

მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ, როგორ  კლავს მედუზა ნომურას შხამიანი საცეცები შემთხვევით მსხვერპლს.

ყვითელი და აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვების წყლებში შეიძლება საკმაოდ საშიშ ბინადრებს შეხვდეთ: უზარმაზარ მედუზას Nemopilema nomurai-ს (იგივე ნომურა). ის უმოძრაოდ ტივტივებს წყალზე ნადავლის მოლოდინში. სიცოცხლისთვის სახიფათო არაფერია – ის პლანქტონით იკვებება, მაგრამ არც გიგანტის შეწუხებაა უხიფათო: მისმა შხამმა შეიძლება უამრავი უსიამოვნება გამოიწვიოს.

ზრდასრული მედუზა ზომაში 2 მეტრამდე იზრდება და დაახლოებით 200 კილოგრამს იწონის (როგორც მოზრდილი ლომი) ასეთი პარამეტრებით ის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედუზად ითვლება. ყოველწლიურად მისი საცეცების შხამისგან ასი ათასობით მოცურავე ზარალდება იაპონიაში, ჩინეთში და კორეაში.

შხამი დაუყოვნებლად იწვევს ძლიერ ტკივილს, რასაც სიწითლე და შეშუპება მოსდევს. იშვიათ შემთხვევებში ნაკბენმა შეიძლება შოკი ან ტრანმვები გამოიწვიოს. ყოფილა სიკვდილის შემთხვევაც. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ შხამის შემადგენლობის გაგებას.

ახალ კვლევებში მეცნიერებმა გამოიყენეს მრავალჯერადი ქრომატოგრაფიის ანალიზი. მათ აღმოაჩინეს 200-ზე მეტი ტოქსინისგან შემდგარი უჩვეულოდ რთული ნარევი. თითოეული მათგანი მსხვერპლის გარკვეულ ორგანოზე მოქმედებს და მის ორგანიზმს ზიანს აყენებს.

ძალიან რთული აღმოჩნდა ამ ტოქსინების ერთმანეთისგან გამოყოფა. ეს ნიშნავს, რომ შხამიანი კოქტეილი, რომელსაც გიგანტური მედუზის საცეცები შეიცავენ, იმდენად რთულია, რომ იმის დადგენა, თუ, კერძოდ, რომელი ტოქსინია მსხვერპლისთვია სახიფათო, ფაქტიურად შეუძლებელია.

კვლევის პროცესში ცოცხლ მედუზას საცეცი მოაჭრეს და გაყინეს. შემეგ ის მოათავსეს ცენტრიფუგაში ნემატოსციტების შესაგროვებლად – სწორედ ეს უჯრედები შეიცავენ შხამს. შხამის ცილები გულმოდგინედ ამოიღეს და სხვადასვა ჯგუფებად დაყვეს. თითოეული ცილოვანი ფრაქცია შეუყვანეს თაგვებს დაკვირვებისთვის.

შედეგად, მეცნიერებმა გამოყვეს 13 ტოქსიკური ცილისგან შემდგარი ფრაქცია NnLF. როგორც ჩანს, NnLF ფრაქცი ყველაზე მომაკვდილებელია მსხვერპლისთვის. მისი შენადგენელი ტოქსინები ორგანიზმს სხვადასხვა მიმართულებით აზიარებენ.

კვლევის მიუხედავად, მკვლევარებს მაინვ უჭირთ დაზუსტებით იმის თქმა, თუ კერძოდ, რომელი ტქსინი კლავს მსხვერპლს. უფრო სავარაუდოა, რომ სახიფათო მათი ერთობლივი მოქმედებაა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს მედუზის შხამისგან გამოწვეული შედეგების უფრო კარგად შესწავლისთვის და სამუშაოს შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში სამკურნალო პრეპარატების შექმნისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*