რა არის სეპუკუ

დასავლეთში მას ხშირად “ჰარა–კირს” უწოდებენ. სეპუკუ თვითმკვლელობის რიტუალური ფორმაა, რომელიც აღმოცენდა იაპონელ სამურაებში. ეს საშინელი აქტი შემდეგი წესით ტარდებოდა: თვითმკვლელი მოკლე ხმლის გამოყენებით, მუცლის არეში კუჭთან იკეთებდა შემავალ ღრმა ჭრილობას, რის შემდეგაც ხმალს ზემოთ აისვავდა, რათა ჭრილობა სასიკვდილო ყოფილიყო. ამ პროცესს თან ახლდა დიდი ცერემონია.

სეპუკუ პირველად XII საუკუნეში შემუშავდა, როგორც სამურაისთვის საპატიო სიკვდილი. 1400–იანი წლებიდან სეპუკუ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯისთვისაც, დამნაშავე სამურაის დასასჯელად. მაგრამ, მაინც სეპუკუ ითვლებოდა სიმამაცის გამოხატულებად. ასევე არსებობდა სეპუკუ ქალებისთვისაც, რომელსაც “ჯიგაი” ეწოდება. ამ შემთხვევაში, სპეციალური დანის “ტანტოს” გამოყენებით ყელს იჭრიდნენ.

სეპუკუს გამოყენება შემცირდა XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ პრაქტიკაში ბოლომდე არ გაქრება. იაპონელმა გენერალმა ნოგი მარესუკემ, გარდაცვლილი იმპერატორის ერთგულების ნიშნად, 1912 წელს გამოიფატრა თავი. ალბათ ყველაზე ცნობილი ბოლო ისტორიული ფაქტი იუკიო მიშიმას ეხება. იგი იყო ცნობილი მწერალი და ნობელის ლაურეატი. იაპონიის მთავრობის წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, 1970 წელს მან სეპუკუთი დაასრულა სიცოცხლე.

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*