რა საიდუმლოს მალავს “მონა ლიზა”?!

იტალიელმა მეცნიერებმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს ქალის ძვლები, რომელიც შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზაზე” იყოს გამოსახული.

2012 წელს ფლორენციაში, ამჟამად მიტოვებულ მონასტერში, გათხარეს XV საუკუნის საკურთხეველი. იქ სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ლიზა ჯერარდინის საფლავი, რომლის სახე დახატულია ლეონარდოს ნახატზე “მონა ლიზა დელ ჯოკონდო”. მართლაც არისტოკრატების საკურთხევლის ქვეშ დასაფლავება, იმ დროის იტალიის ტრადიცია იყო. ვაჭარი ფრანჩესკო დელ ჯიკონდის ცოლი, ლიზა ჯერარდინი, თავის სიცოცხლის ბოლოს მონაზვნად აღიკვეცა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს შანსს, რომ მისი საფლავი ნამდვილად ამ მონასტერშია. უფრო მეტიც, სამონასტრო დოკუმენტების მიხედვით, 1500 წლის შემდეგ აქ მხოლოდ ორი ქალი დაასაფლავეს: მონა ლიზა ჯერარდინი 1542 წელს და მეორე ქალბატონი – მარია დელ რიჩიო.

გათხრების გაგრძელების აუცილებლობაში მეცნიერები მაშინ დარწმუნდნენ, როცა გერმანიაში აღმოჩენილ იქნა დოკუმენტი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მდივანმა დაწერა. ეს დოკუმენტი იუწყება, რომ ქალი სახელად ლიზა ნამდვილად პოზირებდა მხატვრის წინ.

images

ლეონარდო და ვინჩი, ავტოპორტრეტი

გასული სამი წლის მანძილზე მეცნიერებმა რვა კარგად შენახული ჩონჩხი აღმოაჩინეს. რადიონახშირბადის ანალიზმა და დნმ–მა აჩვენა, რომ ვერცერთი მათგანი ლიზა ჯერარდინი ვერ იქნებოდა. ისინი ყველა 1542 წელზე გაცილებით გვიან დაასაფლავეს.

შემდგომში, იტალიელი არქეოლოგების ჯგუფმა პროფესორ სილვანო ვინჩეტის ხელმძღვანელობით, კიდევ ოთხი ჩონჩხი აღმოაჩინა. ანალიზმა აჩვენა, რომ ლიზა ჯერარდინის სიკვდილის დროს მიეკუთვნება მხოლოდ ბარძაყის და მენჯის ძვლების ფრაგმენტები. ეს საერთო სასაფლაო 1545 წლამდე გამოიყენებოდა.

მეცნიერებმა ნაჩქარევად გამოაცხადეს, რომ ნაშთები ლიზა ჯერარდინის ეკუთვნის. თუმცა ამის დანამდვილებით დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.

საქმე იმაშია, რომ სამარხი იმდენად დანესტიანებულია, რომ დაზიანებული ძვლებისგან დნმ–ის ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. ამის მიზეზი წყალდიდობაა, როცა მდინარე არნო ნაპირებიდან გადმოვიდა.

მიუხედავად ამისა, პროფესორი სილვანო ვინჩეტი ირწმუნება, რომ ძვლები შეესაბამება ანტროპოლოგიურ და საარქივო მონაცემებს.

ყველაზე მეტად მეცნიერები დაამწუხრა თავის ქალის არ ქონამ. ამით საბოლოოდ ამოიწურება იმის იმედი, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალი, რომლის ცნობილი ღიმილი აღბეჭდილია ნახატზე.

იტალიელი მეცნიერები, სილვანო ვინჩეტის ხელმძღვანელობით არ კარგავენ იმედს, რომ მომავალში გაჩნდება ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ასეთი დაზიანებული ნაშთებისგან დნმ–ის ანალიზის ჩატარების საშუალებას მოგვცემენ.

gazeta.ru-ს მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*