რა სიურპრიზი მოგვიმზადა პლუტონის მეოთხე თანამგზავრმა

სადგურ New Horizons-ის მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით ცნობილი გახდა, როგორ გამოიყურება პლუტონის სიდიდით მეოთხე თანამგზავრი – კერბერი. ახლა მეცნიერებს ჯუჯა პლანეტის ხუთივე თანამგზავრის გამოსახულებები გააჩნიათ.

კერბერი 2011 წლისe491353267a782b078b2536d5e8bac0e 28 ივნისს აღმოაჩინეს. ის ყველაზე პატარა თანამგზავრად ითვლებოდა, სანამ 2012 წელს არ აღმოაჩინეს მეხუთე თანამგზავრი – სტიქსი (5X7 კმ.).

წინასწარი მონაცემებით, კერბერის ზომები 13–დან 34 კილომეტრამდე მერყეობდა. New Horizons-ის ფრენის შემდეგ მისი ზომები 12X4,5 კმ–ით განისაზღვრა. ის შედგება ორი არათანაბარი ნაწილისგან. შესაძლებელია იგი ორი მცირე ზომის ციური სხეულის შერწყმით წარმოიქმნა.

კერბერის ფოტოები 2015 წლის 14 ივნისს გადაიღეს 396 000 კილომეტრიდან. ეს ფოტოები გამოქვეყნებულია NASA-ს საიტზე. ასტროფიზიკოსები აღნიშნავენ, რომ პლუტონმა ამჯერადაც გაოცება გამოიწვია. ზომების განსაზღვრის გარდა, New Horizons-ის საშუალებით გაირკვა, რომ კერბერი მანათობელი ციური სხეულია. ადრე ითვლებოდა, რომ მისი ზედაპირი ბნელი იყო. მეცნიერები ჯერჯერობით ვერ არკვევენ ამ ნათების ბუნებას. დანარჩენი ოთხი თანამგზავრის სავარაუდო მონაცემები დაემთხვა არსებულ სინამდვილეს.

პლანეტათაშორისი ავტომატური სადგური New Horizons-ი აგროვებს ინფორმაციას პლუტონზე და მის თანამგზავრებზე, პროგრამა NASA New Frontiens–ის (ახალი საზღვრები) ფარგლებში.

2006 წელს გაშვებულმა აპარატმა გადაკვეთა მარსის ორბიტა, შეასრულა გრავიტაციული მანევრები იუპიტერის მიდამოებში, შემდეგ გადაკვეთა სატურნის, ურანის და ნეპტუნის ორბიტები. 2015 წლის იანვრიდან ის უკვე ახორციელებს დაკვირვებას პლუტონზე. 14 ივნისს New Horizons-მა მიაღწია მიზანს – მან რეკორდულად ახლო მანძილზე 12,5 ათას კილომეტრზე ჩაუარა ჯუჯა პლანეტას. აპარატი ახლაც აგრძელებს ფრენას და პლუტონიდან მიღებული მონაცემების დედამიწაზე გამოგზავნას.

af3085cb36fea57e89ba27f69d779fe3

1087f9c13d8da11adbbf24be6b441317

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*