რა სიჩქარით ბრუნავს მზის სისტემის თითოეული პლანეტა: თვალსაჩინო ანიმაცია

იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) დოქტორი, ჯეიმს ოდონოჰოუ მზის სისტემის პლანეტების ანიმაციებს ქმნის. თვალსაჩინო ვიდეორგოლები შესანიშნავად წარმოაჩენენ პლანეტების ფიზიკას და სხვადასხვა მოვლენებს. ბევრ მათგანს პრემიები აქვთ მიღებული.

ადრე, მკვლევარმა უკვე წარმოაჩინა, როგორი იქნება დედამიწა, თუ, ოკეანეები დაშრებიან. ასევე გადაიღო სხვადასხვა პლანეტებზე ბურთის ვარდნის პროცესის ვიდეორგოლი.

ამჯერად, ოდონოჰოუმ პლანეტების ბრუნვის ვიზუალიზაცია მოახდინა. მან გვიჩვენა, ღერძების დახრილობა და ბრუნვის სიჩქარეები.

ყველაზე სწრაფად გიგანტი პლანეტები ბრუნავენ: იუპიტერი სრულ ბრუნს 9 საათს და 55 წუთს ანდომებს, სატურნი – 10 საათს და 40 წუთს, ურანი – 17 საათს და 14 წუთს, ნეპტუნი – 16 საათს და 03 წუთს. უფრო დიდხანს ბრუნავენ დედამიწა (23 საათი და 56 წუთი) და მარსი (24 საათი და 37 წუთი), ხოლო მერკური (58,6 დედამიწის დღე-ღამე) და ვენერა (243 დედამიწის დღე-ღამე) მზის სისტემის ყველაზე ზანტი პლანეტები არიან.

https://www.youtube.com/watch?v=qhJrpzsKEXo

Leave a comment

Your email address will not be published.


*