რა წერია მეკობრეების გემის წიგნში

300 წლის წინ ჩაძირული მეკობრეების გემი “დედოფალ ანას შურისძიება” ნამდვილი საგანძურია. აქ ნაპოვნი იქნა უამრავი უნიკალური ნივთი, მათ შორის წიგნის ფრაგმენტი. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა მისი გაშიფვრა შეძლეს.

ძველ გემებზე უამრავი საინტერესო საგნის პოვნა შეიძლება, მაგრამ წიგნები ძალიან დიდი იშვიათობაა: ზღვის წყალი და მასში მობინადრე მიკროორგანიზმები ქაღალდს ანადგურებენ. თუმცა ხანდახან იღბლიანი აღმოჩენაც ხდება. 2016 წელს არქეოლოგებს ხელში ჩაუვარდათ წიგნის ფრაგმენტი, რომელიც ცნობილი მეკობრის შავწვერას გემის ჩონჩხიდან ამოიღეს.

ის ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით გადარჩა: 300 წლის წინ ის დააგორგოლავეს ჩვრების ნაკუწებთან ერთად და ზარბაზნის ლულაში ჩატენეს. სპეციალისტებმა სწორედ იქ აღმოაჩინეს იგი რესტავრაციის დროს. ეს დენთისგან გამურული გორგალი ლულის საცობად გამოიყენეს.

მეცნიერებს ხელში 16 ფრაგმენტი ცაუვარდათ, რომელთაგან ყველაზე დიდი მონეტის ზომის არის. 7 მათგანზე სიტყვებია შემორჩენილი: “სამხრეთი”, :საზღვაო საჟენი”, აგრეთვე კურსივით გამოყვანილი გეოგრაფიული სახელწოდება Hilo. სწორედ ამით დაადგინეს, თუ რა წიგნი მოხვდა 300 წლის წინ მეკობრეების გემზე. არქეოლოგებს რამდენიმე ვერსია ჰქონდათ: ქალაქი ჰილო ჰავაის კუნძულებზე? არა. გემი “დედოფალ ანას შურისძიება” 1718 წელს ჩაიძირა. ჰავაი კი 58 წლის შემდეგ აღწერა ჯეიმს კუკმა.

გლაზგოს უნივერსიტეტის ისტორიკოსმა ჯოანა გრინმა სხვა ვერსია წამოაყენა – ჰილო პერუს სანაპიროზე ესპანური დასახლების სახელია.

ჰიპოთეზა სწორი აღმოჩნდა: ფრაგმენტი იპოვნეს ედვარდ კუკის წიგნის “მოგზაურობა სამხრეთის ზღვისკენ და მსოფლიოს გარშემო 1708, 1709, 1710 და 1711 წლებში”. 178–ე გვერდზე ამ წიგნის სულ ორი სრული ტექსტი არსებობს.

178–ე გვერდზე მითითებულია მანძილი პორტებს, ყურეებს და კონცხებს შორის, რომლებიც პერუს სანაპიროზე და მიმდებარე კუნძულებზე მდებარეობენ. ასევე ცნობილ ქარებზე და მიმართულებებზე. კერძოდ, ნახსენებია , რომ ჰილო მოხსენიებულია ღუზის ჩასაშვებად.

ეს წიგნი კაპიტანმა ედვარდ კუკმა ორი გემის “ჰერცოგი” და “ჰერცოგინია”–ს მოგზაურობის დროს დაწერა.

1709 წელს “ჰერცოგის” ეკიპაჟმა უკანასკნელი კუნძულიდან ადამიანი გადაარჩინა. მას თხის ტყავის ტანსაცმელი ეცვა და ინგლისურად ლაპარაკობდა. იგი შოტლანდიელი ალექსანდრე სელკირკი აღმოჩნდა. მან 4 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე. სწორედ იგი გახდა რობინზონ კრუზოს პროტოტიპი. დანიელ დეფოს რომანი ამ შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ გამოიცა.

იალქნიანი გემი “დედოფალ ანას შურისძიება” 1718 წელს ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროსთან მეჩეჩზე შევიდა და ჩაიძირა. მისი კაპიტანი ედუარდ ტიჩი, იგივე შავწვერა ბრიტანეთის სამეფო ჯარისკაცებთან ბრძოლაში დაიღუპა. ჩაძირული გემის ჩონჩხი 1996 წელს აღმოაჩინეს.

400 000 საგანს შორის აღმოჩენილია რინდა (გემის ზარი), ხმალი ამოტვიფრული ეფესით და ჯიბის საათისნაშტებიც კი.

8870eca3e8191e05744b864c827d8370

c310ed16eef151be9d9cf80f8d86b067

f5d11e42fbae25c98f937eefa75026ab

546a463cea5042997e2fca06c351a41d

Leave a comment

Your email address will not be published.


*