რეანიმაცია უჯრედის დონეზე

სიკვდილის შემდეგ ცხოველების უჯრედებში ახალი მოლეკულები სინთეზირდება, რომლებიც ორგანიზმის სიცოცხლეში არ არსებობენ. ასეთი მოლეკულების შესწავლა მეცნიერებს გარკვეული დროის შემდეგ ტრანსპლანტაციისთვის მკვდარი დონორის ორგანოების ვარგისიანობის შეფასებაში დაეხმარება.

მეცნიერებმა რნმ–ის ახლადაღმოჩენილი მოლეკულების ერთობლიობას თანატოტრანსკრიპტი დაარქვეს. ის ბერძნული სიტყვა “თანატოს” – “სიკვდილიდან” წარმოდგება.

საქმე იმაშია, რომ ეს მოლეკულები თაგვის და თევზის დანიო რერიოს სხეულებში აღმოაჩინეს სიკვდილიდან 48 და 96 საათის შემდეგ. რა თქმა უნდა მკვდარ სხეულში ქსოვილები, უჯრედები, მოლეკულები უცბად არ ქრება. მაგრამ ტრანსკრიპტების მთელი ჯგუფის წარმოქმნა (მიკრო რნმ) იმაზე მეტყველებს, რომ გენები სრულიად ახალი კლასის მოლეკულები ქმნიან, რომლებიც ორგანიზმში არ არსებობენ.

ახალი მოლეკულები ცხოველის სიკვდილიდან ორი–სამი დღეღამის შემდეგ სინთეზირდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვდარ სხეულში რჩება ენერგიის და რესურსების მარაგები, რომლების პროცესების გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ამ დასკვნამდე სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ. ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის გენეტიკოსი დომაჯეტ–ლოშო კი არნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ უფრო აქტიური გენები (500–ზე მეტი) სიცოცხლეში მხოლოდ სტრესების, იმუნური სისტემის პრობლემების, ონკოლოგიური დაავადებების, ანთებების დროს იჩენენ თავს: ანუ მთელი “რეანიმაციური ბრიგადა” უჯრედის დონეზე.

მეცნიერები “სიცოცხლით სიკვდილის შემდეგ” უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო არ დაინტერესებულან: მათი აღმოჩენა ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის ახალ შეფასებას გამოიწვევს. კრიმინალისტიკაში კი მსგავსი მონაცემები ხელს შეუწყობენ სიკვდილის ზუსტი დროის დადგენას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*