რეპტილიების “ხელის” ანაბეჭდები საჰარაში

ეგვიპტეში, საჰარის უდაბნოში, ვადი სურას უბანზე, უძველეს გამოქვაბულში აღმოჩენილი ხელის გულის პატარა ზომის ანაბეჭდები ადამიანებს არ ეკუთვნის – ასეთია მაკდონალდის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერების დასკვნა.

საუბარია საჰარაში, ვადი სურას უბანზე აღმოჩენილი გამოქვაბულების კედლის მხატვრობაზე, რომელსაც 2002 წელს მიაკვლიეს. არქეოლოგები აღფრთოვანებული დარჩნენ “ცხოველთა გამოქვაბულის” (როგორც მას ადგილობრივები ეძახდნენ) 8 000 წლის კედლის მხატვრობით. კლდეზე გარეულ ცხოველებთან, ადამიანის ფიგურებსა და უთავო არსებებთან ერთად, ასობით ხელის ანაბეჭდია. მათ შორის 13 პატარა ხელის გულია გამოსახული. ისინი უფრო დიდი ხელის კონტურის შიგნით არის მოქცეული.

თავიდან მეცნიერებს ეგონათ, რომ ანაბეჭდები ადამიანებს ეკუთვნოდათ. მაგრამ ანთროპოლოგმა ემანუელ ონორემ, მაკდონალდის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტიდან, შემოწმება გადაწყვიტა. ანთროპოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელმა მცირე ზომის ხელის ანაბეჭდები ახალდაბადებული ჩვილების ხელის ანაბეჭდებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ გამოქვაბულში დატოვებული ანაბეჭდები იმდენად მცირე ზომისაა, რომ ჩვილი ბავშვები მათ ვერ დატოვებდნენ.

ემანუელ ონორე, მაკდონალდის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ანთროპოლოგი: “პირველივე ნახვისთანავე განმაცვიფრა პატარა ხელის გულებმა. ისინი ადამიანის ხელებზე უფრო პატარები იყვნენ, ხოლო თითები კი გრძელები ჩანდა. აშკარა იყო, რომ კლდეზე ხელისგულების გამოსახულებები ადამიანება არ ეკუთვნოდათ”.

კვლევისას ანთროპოლოგი მივიდა დასკვნამდე, რომ ხელისგულები დრეკადი იყო. მოგვიანებით, ემანუელ ონორემ ნამცეცა ხელისგულებისა და თითების განლაგება მაიმუნებისას შეადარა, მაგრამ დამთხვევა აქაც გამოირიცხა.

მეცნიერები შეთანხმდნენ და შეჩერდნენ იმ ვერსიაზე, რომ ეს ანაბეჭდები, რომლებიც ზრდასრული ადამიანის ხელის ანაბეჭდებთან ერტადაა გამოსახული წრეში, რეპტილიებს ეკუთვნით.

მკვლევართა აზრით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ უძველესი ადამიანები გამოსახულებების შესაქმნელად მკვდარი რეპტილიების – ვარანის ან ახალგაზრდა ნიანგის თათებს იყენებდნენ.

vcdfifksd

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*