რით განსხვავდებიან დედამიწის, მარსის და ტიტანის მდინარეები

სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მდინარეები მიედინებიან, თუმცა ისინი საერთოდ არ გვანან დედამიწის მდინარეებს და მათ, რომლებიც ოდესღაც მარსზე მიედინებოდნენ.

ტიტანის ზედაპირის ფოტოები ბევრი არ არის, ისინიც, რაც დედამიწიდან ტელესკოპებით არის გადაღებული გადღაპნილია. ხელს უშლის არა მარტო მანძილი, არამედ ტიტანის მკვრივი, გაუმჭვირვალე ატმოსფერო.არსებობს ასევე დასაჯდომი მოდულის ” ჰიუგენსის”  მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც რადიო ორბიტულმა აპარატმა “კასინიმ” გადმოსცა. დღესდღეობით ეს ერთადერთი მაღალი ხარისხის ფოტოებია.

“ჰიუგენსის” მიერ მოგროვილი მონაცემები დაშვებამდე და შემდეგ, ტიტანის ატმოსფეროს და ნიადაგის შემადგენლობაზე დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. სამყარო არამეგობრული აღმოჩნდა: ატმოსფერო ტიტანზე დედამიწის მსგავსად მეტი ნაწილი აზოტისგან შედგება, მაგრამ მეორე ადგილი მეთანს უკავია. სწორედ მისგან შედგება ტიტანის მდინარეები და ღრუბლები. საიდან არის ტიტანზე მეთანი, ჯერჯერობით გამოუცნობი რჩება.

სამ სხვადასხვა ციურ სხეულზე – დედამიწაზე, მარსზე და ტიტანზე – მდინარეების კალაპოტები სხვადასხვანაირად ფორმირდებიან. ჩვენი პლანეტა მათ შორის “ზედმეტი” რჩება – რელიეფი, მთები და დაბლობები მუდმივად იცვლებიან ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად. მდინარეებიც რელიეფის ცვლილებას მიჰყვებიან. მარსზე და ტიტანზე კი ტექტონიკური ფილები არ არის.

წითელ პლანეტაზე დიდი ხნის წინ დამშრალი მდინარეების კალაპოტები მაღლობებს მიუყვება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ ვიდრე წყალი გზას გაუკვალავდა. ტიტანზე მეთანის მდინარეების დინებებზე მოქმედებდნენ და ახლაც მოქმედებენ უფრო თანამედროვე გეოლოგიური პროცესები – სატურნის გრავიტაციის მოქმედებით ყინულის ქერქის სისქის ცვლილება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*