რისთვის დაწვეს ჯორდანო ბრუნო

1600 წლის 17 თებერვალს, ინკვიზიციამ რომში დაწვა ჯორდანო ბრუნო.

თუ დღესდღეისობით ახლოაღმოსაbruno-giordanoვლელი ტერორისტებიწვავენ იორდანიელ მფრინავებს, ოთხი საუკუნის წინ ც. წ. “აღორძინების ხანაში”, საქმე სულ სხვაგვარად იყო. ინკვიზიცია წვავდა განურჩევლად ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისი შეხედულებებიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა საეკლესიო დოგმებს. ამგვარი ქმედების გაკიცხვას იმ დროს ვერავინ ვერ ბედავდა, ყოველშემთხვევაში სახალხოდ მაინც.

ასე მოხდა ჯორდანო ბრუნოს შემთხვევაშიც. თუმცა გავრცელებული ვერსიის თანახმად, მხოლოდ სამეცნიერო შეხედულებების გამო არ დაუწვიათ იგი.

ჯორდანო ბრუნო ჰელიოცენტრულ სისტემას ხსნიდა, რომლის მიმდევარიც თავად იყო, არა მარტო სამეცნიერო კუთხით.

თუ დღევანდელ დროში მისი მსგავსი ადამიანი გამოჩნდებოდა, დიდი ალბათობით მას ჩათვლიდნენ რელიგიურ ფილოსოფოსად და მისი ძირითადი თვისება იქნებოდა “ბნელეთის მოციქულობა”. მართლაც, მაგალითად საუდის არაბეთის რელიგიური ავტორიტეტები დღესაც დარწმუნებული არიან, რომ დედამიწა მზის გარშემო არ ბრუნავს.

რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს, მისი შეხედულებები XVI საუკუნის ბოლოსთვის, შეიძლება ჩაითვალოს პროგრესულად. მისი ნამდვილი სახელი იყო ფილიპო, ხოლო ჯორდანო დაერქვა მას შემდეგ, როდესაც იგი შევიდა მონასტერში სასწავლებლად. სწოროდ იქ გაეცნო ბრუნო ძველბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებს და გაიტაცა ლოგიკის მეცნიერებამ. ასევე მას შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა ფომ აკვინელის და ნიკოლაი კუზანსკის შრომებს.

1572 წელს, 24 წლის ასაკში ჯორდანო ბრუნომ მღვდლის წოდება მიიღო. დაახლოებით ამ პერიოდში, მან წაიკითხა კოპერნიკის ნაშრომი – “ციური სხეულების ბრუნვა”.

თუ მაშინდელი შეხედულებით ეს ნაშრომი რევოლუციურად ითვლებოდა, ინკვიზიციის მიერ ფორმალურად მაინც არ იდევნებოდა. განსხვავებით დანარჩენი წიგნებისგან, რომლებსაც ჯორდანო ბრუნო კითხულობდა. სწორედ ამის გამო, ახლადგამომცხვარ მღვდელს გაუჩნდა პრობლემები ინკვიზიციასთან. ამის გამო, ბრუნო რომში გაიქცა, იქიდან კი დაიწყო მისი მოგზაურობა იტალიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქებში. მაგრამ არც ერთ ქალაქში იგი დიდხანს არ გაჩერებულა შავი ჭირის ეპიდემიის გამო, რომელიც იმ ხანად ევროპაში მძვინვარებდა.

გარკვეული პერიოდი ჯორდანო ბრუნომ გაატარა საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, სადაც მან მიიღო დოქტორის და ფილოსოფიის ორდინალური პროფესორის წოდებები. 1580 წლისთვის ის ჩამოყალიბდა, როგორც პირველხარისხოვანი მასწავლებელი და მისი ლექციები თავს უყრიდა დიდი რაოდენობის სტუდენტს. ამ ამპლუაში ბრუნომ დიდი დრო გაატარა პარიზში, სადაც ასწავლიდა 1583 წლამდე, რის შემდეგაც იგი გადაბარგდა ნისლიან ალბიონზე, ოქსფორდის უნივერსიტეტში.

სწორედ იქ ეკამათა პირველად სხვა ფილოსოფოსებს, სამყაროს შექმნის შესახებ. თუ ისინი თვლიდნენ, რომ დედამიწა არის სამყაროს ცენტრი და მის გარშემო ბრუნავენ მთვარე და ვარსკვლავები, ბრუნომ საპირისპიროდ, სამყაროს ცენტრში მზე დააყენა.

ჯორდანო ბრუნო კიდევ უფრო შორს წავიდა, ვიდრე მისი თანამედროვე გალილეო გალილეი, რომელმაც მასსავით გარისკა და აღიარა ჰელიოცენტრული სისტემა. მაგრამ ინკვიზიციის ზეწოლის შედეგად მან უარი განაცხადა თავის შეხედულებებზე. ბრუნომ ერთ–ერთმა პირველმა ივარაუდა, რომ დედამიწა პოლუსებზე ჩაზნექილია და მზეც ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ და ასევე სხვა ვარსკვლავებიც წარმოადგენენ მზის ანალოგებს. მას შემდეგ, რაც ბრუნომ თავისი მოსაზრება გაუზიარა ოქსფორდელ მეცნიერებს, იგი სამარცხვინოდ გააძევეს უნივერსიტეტიდან.

იმის გამო, რომ ჯორდანო ბრუნოს არ უნდოდა მატერიკზე დაბრუნება, იგი დასახლდა ლონდონში, სადაც ცხოვრობდა 1585 წლამდე. შემდეგ იგი დაბრუნდა საფრანგეთში, მაგრამ იქაც ვერ ჰპოვა სიმშვიდე. ეკლესიასთან უთანხმოებამ, ფილოსოფოსი აიძულა წასულიყო გერმანიაში, სადაც მან დაჰყო 1588 წლამდე. ამ პერიოდში იგი კითხულობდა ლექციებს და აწყობდა დისპუტებს ადგილობრივ ფილოსოფოსებთან.

1591 წელს, ჯორდანო ბრუნო დაბრუნდა იტალიაში, თუმცა რჩებოდა საშიშროება იმისა, რომ ინკვიზიცია მას მიაკითხავდა.

იგი დაბრუნდა ვენეციაში და დაუდგა მასწავლებლად ახალგაზრდა დიდგვაროვანს, ჯოვანი მოჩეგინოს. მაგრამ მას ვერაფერი ვერ შეასწავლა, რადგან ის საკუთარი სულიერი მოძღვრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც თვლიდა, რომ ბრუნო იყო ერეტიკოსი.  1592 წლის მაისის ბოლოს, ბრუნო შეეცადა გაქცევას, მაგრამ მის მოწაფეს იგი უკვე დასმენილი ჰყავდა ინკვიზიციასთან. ბრუნო დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში, სადაც ამავე წლის სექტემბრის ბოლომდე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს რომში.

საპყრობილეში ჯორდანო ბრუნომ გაატარა რვა წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა შეირყა, რასაც ხელი შეუწყო წამებებმა. 1600 წლის 20 იანვარს შედგა სასამართლოს ბოლო სხდომა და მისი განაჩენით იგი განკვეთეს ეკლესიიდან და ჩამოართვეს მღვდლის წოდება. მას გამოუტანეს “ყველაზე გულმოწყალე უსისხლო” განაჩენი – კოცონზე დაწვა. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1600 წლის 17 თებერვალს, რომის ყვავილების მოედანზე. ამ აუტოდაფეს მრავალი ადამიანი დაესწრო. ჯორდანო ბრუნო მდუმარედ შესცქეროდა ზეცას, ცეცხლის ალით და ადამიანთა მზერით შეპყრობილი.

1889 წელს, იმ ადგილას, სადაც დაწვეს ჯორდანო ბრუნო, აღმართეს ძეგლი. კათოლიკურმა ეკლესიამ დღემდე არ მოახდინა, მისი და მისი შეხედულებების რეაბილიტაცია, რადგან ბრუნომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ უარყო თავისი აზრი. თუმცა ამან ვატიკანს ხელი არ შეუშალა, XX საუკუნეში გალილეო გალილეის რეაბილიტაციაზე, აგრეთვე ორგანიზება გაეკეთებინა პაპის სამეცნიერო აკადემიისთვის, აეგო ობსერვატორია და გაემართა სერიოზული სამეცნიერო კონფერენციები.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*