რიჩარდ ლომგულის ციხესიმაგრის საიდუმლო

აღმოჩენამ, რომელიც რიჩარდ ლომგულის ციხესიმაგრის გათხრებისას გაკეთდა, ექსპედიციის წევრი ბრიტანელი არქეოლოგები გააოცა. მიკვლეული და სიფრთხილით ამოღებული ფრაგმენტების მიწისა და მრავალსაუკუნოვანი მტვრისგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ “საქმე” რაინდის… ველოსიპედთან ჰქონდათ. მიწა მას თითქმის ცხრა საუკუნის განმავლობაში ფარავდა.

ჯონ უილიამსი, ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი: “მართლაც უჩვეულო აღმოჩენაა. ველოსიპედი XII საუკუნეში? დამეთანხმებით, ეს რთულად დასაჯერებელია. თუმცა სამარხის გათხრებმა მის ასაკთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გააქარწყლა”.

როგორც ირკვევა, ველოსიპედი, რომელიც რაინდს სამარხში ჩაატანეს, სპეციალურად დაამუშავეს გამდნარი ცვილით, რამაც კოროზიის პროცესს ხელი შეუშალა.

უცნაური არტეფაქFeatured imageტი ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა საფრანგეთში შატო–გაიარის ციხესთან ჯერ კიდევ 2008 წელს იპოვეს. XII საუკუნეში რიჩარდ ლომგულის ფრანგულ რეზიდენციასთან სამარხში, ცხენის ჩონჩხთან ერთად, აღმოაჩინეს უცნაური კონსტრუქციის საგანი, რომელიც ველოსიპედს უფრო ჰგავდა, ვიდრე რაინდის რაიმე ატრიბუტს. მას შემდეგ სამეცნიერო დისკუსიები არ ჩამცხრალა.

ცოტა ხნის წინ დასრულებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მართლაც ველოსიპედია, იგი ლითონის ნაწილებისაგანაა დამზადებული და ჯაჭვური გადაცემაც აქვს მთავარი ბორბლის დასატრიალებლად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მექანიზებული საგანი დაფიქსირებულია XIII საუკუნის რაინდულ ქრონიკებშიც. კერძოდ კი “რომაელთა საქმეებში”, სადაც საიდუმლო ორდენის (მზისა და მთვარის ორდენი) წევრები ველოსიპედებზე სხედან. ხელნაწერი 1230–1240 წლებში ლათინურ ენაზეა შედგენილი და შუა საუკუნეების ლეგენდების კრებულს წარმოადგენს.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*