რკინისნიღბიანი კაცის საიდუმლო

ლუი XIV–ის მეფობისას საიდუმლოებით მოცული მამაკაცი და კიდევ რამდენიმე პატიმარი ათწლეულების განმავლობაში იყვნენ გამომწყვდეული ბასტილიაში. არავინ იცის, ვინ იყო ეს საიდუმლოებით მოცული ადამიანი და რატომ დააპატიმრეს. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ პატიმრის სახე გუშაგებსაც არასდროს უნახავთ. მისი გარეგნობა უცნობი რჩებოდა. სახეს ყოველთვის სავი ხავერდის ნიღაბი უფარავდა, ხოლო რკინად იგი გვიანდელმა ლეგენდებმა გადააქციეს.

ბასტილიის ნიღiron-mask (1)ბიანი ტყვე მრავალი სიუჟეტისა და ისტორიული ნაწარმოების შთაგონების წყარო გახდა. ვოლტერისა და ალექსანდრ დიუმას ნაწერებმა პოპულარული გახადა მითი, რომ მისი ნიღაბი რკინის იყო. ისტორიკოსთა გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბასტილიაში პატიმარი ნიღბით მართლაც არსებობდა, მაგრამ მისი ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

პირველი ცნობები პატიმრის შესახებ გაჩნდა ამსტერდამში 1746 წელს გამოცემულ წიგნში (Memoires secrets pour servir a l’histoire de perse). დასახელდა ათობით კანდიდატურა – სამეფო ოჯახის წევრებით დაწყებული, ჩამოქვეითებული ფრანგი გენერლებითა და დრამატურგ მოლიერით დამთავრებული. გამოითქვა ვარაუდი, რომ კაცი კაცი რკინის ნიღაბში იყო ჰერცოგი ვერმანდუა, ლუდოვიკო XIV–ისა და ქალბატონ ლუიზა დე ლავალიერის ვაჟი, რომელმაც შეურაცხყო თავისი უფროსი ძმა, დოფინი, რის გამოც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ოფიციალური ვერსიით, ვერმანდუა ახალგაზრდა გარდაიცვალა 1683 წელს. ინტერესი გააღვივა ვოლტერმა ნაწარმოებში “ლუდოვიკო XIV–ის ასაკი” (1751 წ.). ზოგი ჰოლანდიელი ავტორი მიიჩნევდა, რომ კაცი რკინის ნიღაბში იყო ახალგაზრდა უცხოელი თავადი, ან ავსტრიელის კამერჰერი და ლუდოვიკო XIV–ის ნამდვილი შვილი. იმავდროულად არსებობს რამდენიმე სხვა ვერსიაც, როგორებიცაა – ლუდოვიკო XIV-ის არაკანონიერი შვილი, ლუდოვიკო XIV–ის ტყუპისცალი და ავანტიურისტი მატიოლი.

Iron-Mask

ტუსაღი რკინის ნიღბით. საფრანგეთის რევოლუციის ეპოქის ანონიმური გრავიურა

თუმცა, ისტორიული ცნობები და საბუთები აჩვენებს, რომ ის პერიოდი, როცა ბასტილიაში გამოჩნდა პატიმარი ნიღბით, საპყრობილეში ორი პატიმრის ყოფნის დროს ემთხვევა – ერკოლე მატიოლისა და ჰერცოგ ვერმანდუას. მატიოლი იტალიელი დიდებული იყო, რომელიც მოიტაცეს და ციხეში ჩასვეს მას შემდეგ, რაც ლუი XIV–ის მოტყუება სცადა 1670–იანი წლების ბოლოს, პოლიტიკური მოლაპარაკებისას. ის იყო სამუდამო პატიმრობაში და მისი სახელი ემსგავსება “მარჩიოლის” – ნიღბიანის მეტსახელს, რომელიც მისი საფლავის ქვაზეც დაიწერა. ამ ვერსიას დამაჯერებლობას ჰმატებს ლუი XIV-ისა და ლუი XVI–ის განცხადება, თითქოს ბასტილიის ნიღბიანი ტუსაღი იტალიელი დიდებული იყო.

მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ვერსიას გამორიცხავს, რადგან მატიოლი 1694 წელს გარდაიცვალა, ანუ, ძალიან ადრე იმისთვის, რომ ნიღბიანი პატიმარი გამხდარიყო. ამიტომ ბევრი მიუთითებს, რომ ტუსაღი ნიღბით შესაძლოა ჰერცოგი ვერმანდუა იყოს.

1669 წელს, მისი დაჭერისას ბადრაგებს გაეგზავნათ წერილი მკაცრი მითითებით, არ ჰქონოდა სხვა ტუსაღებთან ან სხვა ადამიანებთან კონტაქტი და მოკვლით დაემუქრებოდნენ, თუკი ერთ სიტყვას მაინც იტყოდა, გარდა მისი პირადი საჭიროებებისა. ვერმანდუა ხშირად გადაჰყავდათ სხვადასხვა ციხეში. ერთხელაც ის დაფარული კიდობნით გადაიყვანასე, რათა გამვლელებს მისი სახე არ ენახათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰერცოგი ვერმანდუა ნიღბიანი პატიმრის ყველაზე პოპულარული კანდიდატია, ისტორიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან, ვინ იყო ის, ან იყო თუ არა მისი სახელი ფსევდონიმი.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*