როგორი იყო ელისაბედ I: მხატვარმა დედოფლის პორტრეტი “გააცოცხლა”

სელფი ადვილად შეიძლება შეიცვალოს ფილტრებით და ნიღბებით. შეიძლება დავუშვათ, რომ დედოფლის სახე ძალიან განსხვავდება ორიგინალისგან?

52 წლის ინგლისელი მეთ კოლიშოუ თანამედროვე ხელოვნების აღიარებული ოსტატია: მისი ნამუშევრები გამოფენილია პარიზში პომპიდუს ცენტრში, კატალონიის ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში.

მხატვარი დიდ დროს უთმობს ისტორიას და მნახველს აცნობს. მისი წინა პროექტია – VR-ში წარმოდგენილი 1839 წლის გამოფენა და ზოოტროპი, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტს გამოსახავს.

უახლოეს დღეებში გრინვიჩის სამეფო მუზეუმიდან ერთ–ერთში “ქვინს ჰაუზ”–ში გაიხსნება კოლიშოუს გამოფენა, რომელიც ელისაბედ I-ს ეძღვნება. ეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მონარქია, მაგრამ ნამდვილი გარეგნობა გამოცანად რჩება.

მის გარეგნობაზე პორტრეტებით შეიძლება ვიმსჯელოთ, ისიც ნაწილობრივ: ჯერ ერთი, პორტრეტისტები ჟანრის კანონებს მისდევდნენ, მეორეც – სამეფო პირების გარეგნობას ალამაზებდნენ (შეგნებულად ან უნებლიეთ).

ახალი გამოფენისთვის კოლიშოუმ წარმოადგინა ექსპონატი სახელწოდებით “ახალგაზრდობის ნიღაბი” – დედოფლის სახის რობოტიზირებული რეკონსტრუქცია. ორიენტირად გამოიყენეს ცნობილი პორტრეტი “არმადა”.

ტილოზე გამოსახულია 1588 წელს ინგლისში ესპანელების შეჭრის წარუმატებელი მცდელობა. ესპანელებს მიზნათ ჰქონდათ ინგლისელი მეკობრეების თარეშის მოსპობა და კათოლიკეების მხარდაჭერა პროტესტანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ინგლისს კი მიზნად ჰქონდა ვაჭრობაზე ესპანეთის მონოპოლიის დანგრევა და პროტესტანტიზმის გავრცელება.

ელისაბედ I პორტრეტზე ახალგაზრდა და უზრუნველია დახატული. მაგრამ პორტრეტის დახატვის მომენტში ის 55 წლის იყო, სიტუაცია ქვეყანაში კი საკმაოდ შფოთიანი იყო.

კოლიშოუ წარმოგვიდგენს ორიგინალს და ანიმატრონიკის, 3D ბეჭდვით და სხვა ტექნოლოგიების სახეს “აცოცხლებს”. ის მოძრავი ხდება, მიმიკა და ნაოჭები კი ფიქრებს და საზრუნავს გვიჩვენებს, რომლებიც დედოფალს აწუხებდა. ამ დროისთვის ელისაბედ I უკვე 30 წელი მართავდა ინგლისს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*