როგორ აავადებენ ჯავშნოსნები ადამიანებს კეთრით

ამერიკელმა იმუნოლოგებმა საშინელი დაავადების – კეთრის საოცარ წრებრუნვაზე მოგვითხრეს: თავდაპირველად კოლონიზატორებმა ინფექცია შეიტანეს ამერიკის კონტინენტზე, ახლა კი დაავადებული ცხოველები აინფეცირებენ ადამიანებს.

კეთრი, ანუ ლეპრა, ადამიანისთვის უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჩვენს დროში გავრცელება ისე აქტიური აღარაა, როგორც ძველად, მაგრამ დაავადება ჯერ დამარცხებული არაა. კერძოდ, ბრაზილიაში 10 000–დან 1 დაავადებულია. ქვეყანაში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. თუმცა ეს რიცხვი არ არის, რადგან მრავალი ბრაზილიელი სოფლებში ცხოვრობს სამედიცინო ცენტრებისგან მოშორებით.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში 216 108 დაავადებულია რეგისტრირებული. ცნობილია, რომ ლეპრას გამომწვევია მიკრობაქტერია Mycobacterium leprae. ის ჰაერ–წვეთოვანი გზით გადაეცემა. რისკი მატულობს უშუალო კონტაქტის დროს.

მეცნიერების ჰიპოთეზის მიხედვით, კეთრი ამერიკის კონტინენტზე კოლონიზატორებმა შეიტანეს. იქ მიკრობაქტერიებმა საჭირო მატარებელი იპოვეს: ჯავშნოსნების ოჯახის ცხოველები. მათი სხეულის ტემპერატურა +34 გრადუსია. ცხოველის უჯრედებში შეღწევის შემდეგ, ბაქტერია იწყებს გამრავლებას, ხოლო ცხოველი კვდება ერთი წლის შემდეგ.ამ დროს ბაქტერიების რაოდენობა კრიტიკულად მაღალ ზღვარს აღწევს .

კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტები ბრაზილიაში გაემგზავრენ. იქ ჯავშნოსნები კანონით არიან დაცული, ამიტომ იმუნოლოგებს მხოლოდ 30 ცხოველის გამოკვლევის უფლება მისცეს.

პირველ ეტაპზე მეცნიერებმა მხოლოდ 16 ცხოველი შეისწავლეს, (დანარცენი შემდგომი კვლევისთვის შეინახეს) ერთდროულად გამოიკვლიეს 146 ბრაზილიელი სოფლის რეგიონიდან.

პირველივე შედეგებმა ჰიპოთეზა დაადასტურა: ჯერ ცხოველები ადამიანებმა დააავადეს, ახლა კი ისინი უბრუნებენ ადამიანებს “ნელ სიკვდილს”. ბრაზილიაში ჯავშნოსნის ხორცი კულინარიაში გამოიყენება, აკრძალვის მიუხედავად.

არსებობს მრავალი რეცეპტი და ხორცი რომ თერმულად მუშავდებოდეს დაინფიცირების მრავალი შემთხვევა თავიდან აცილებული იქნებოდა, მაგრამ ბევრი ჭამს ღვიძლს და ცხოველის სხვადასხვა ნაწილებს უმად და ორგანიზმში ინფექცია ხვდება.

ზოგიერთ რეგიონში ჯავშნოსნებს იჭერენ, უვლიან და კვებავენ. ესეც ზრდის დაავადების გავრცელების რისკს.

კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ანტიგენები აღმოაჩინეს ცხოველების 60%–ში (16–დან 10–ში) და ადამიანების 63%–ში (146–დან 92–ში).

ბრაზილიის მოსახლეობა 207 მილიონია. მეცნიერები ქვეყნის ხელისუფლებას შემაშფოთებელ რიცხვებზე მიუთითებენ და მოუწოდებენ ჯანდაცვისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*