როგორ ავიცილოთ უბედურება მოგზაურობის დროს. რჩევები მოგზაურებს ბრიტანეთის ავიაციის ლეგენდისგან

ენდი მაკნაბი – დიდი ბრიტანეთის სპეციალური ავია სამსახურის ყოფილი სამხედრომოსამსახურე, სპარსეთის ყურეში ომის მონაწილე და ბესტსელერების ავტორი, მოგზაურობის დროს სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს.

ენდი მაკნაბი სტივენ ბილი მიტჩელის ფსევდონიმია, რომელიც 1959 წლის 28 დეკემბერს ლონდონში დაიბადა. 16 წლის ის ბრიტანეთის არმიის სამსახურში წავიდა. მსახურობდა სამეფო მწვანე მუნდირების პოლკში, მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე ჩატარებულ ოპერაციებში. 1984 წელს იგი მიიღეს ბრიტანეთის ელიტარულ სპეციალურ ავია სამსახურის ესკადრონში “ბრავოში”. მას შემდეგ იგი მრავალ ქვეყანაში იბრძოდა საიდუმლო დავალებებით. ერაყში ომის შემდეგ მან დაწერა წიგნი “სკადი”, რომელიც ბესტსელერად იქცა და მისი მიხედვით ფილმიც კი გადაიღეს. ასევე დაწერა ავტობიოგრაფია და რამდენიმე მძაფრსიუჟეტიანი რომანი. 1993 წელს, არმიიდან წასვლის მომენტში მაკნაბს ყველაზე მეტი ჯილდო ჰქონდა მიღებული ბრიტანეთის არმიაში სამსახურისთვის.

Daily Mail–თან ინტერვიუში, ბრიტანელი გმირი რჩევებს აძლებს ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობის დროს შეიძლება მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩნდნენ.

– ცხელ კლიმატში თავი უნდა დავიცვათ გაუწყლოებისგან. ვინც ასეთ პირობებს მიჩვეული არ არის, ამ გამოცდას ვერ უმკლავდებიან. წყურვილს როცა ვგრძნობთ, უკვე გვიანია – ორგანიზმმა უკვე ბევრი სითხე დაკარგა. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, წყალი უნდა ვსვათ რეგულარულად მთელი დღის განმავლობაში, თავი უნდა დავიფაროთ და მზეზე დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ.

– სიცივის დროს შეუცვლელია ერთჯერადი გამათბობელი პაკეტები: ისინი მარტო საკუთარი კომფორტისთვის კი არ არის, ასევე შეგვიძლია გავათბოთ ტექნიკა, ტელეფონის ელემენტები და GPS მოწყობილობა.

– დაკარგეთ და GPS მოწყობილობა დაჯდა? ამ დროს შეგვიძლია ორიენტირება წყლით: დინებას ქვემოთ უნდა მივყვეთ და დიდი შანსია რომელიმე დასახლებულ ადგილს მივაღწიოთ.

– ჯუნგლებში მოხვედრისას არ დავივიწყოთ საშიში მწერები. თავი და სხეული მაქსიმალურად უნდა დავიფაროთ.

– თუ საკრუიზე გემი კატასტროფას განიცდის და მოხვდით დაუსახლებელ ადგილას, ასე უნდა მოვიქცეთ, ჯერ უნდა მოვძებნოთ სასმელი წყალი, შემდეგ საკვები და შემდეგ თავშესაფარი. მხოლოდ ამ სამი მოქმედების შემდეგ უნდა ვიფიქროთ უბედურების სიგნალის გაშვებაზე.

– თუ თვითმფრინავი ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში, უნდა შევეცადოთ გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვერაფერს ვაკონტროლებთ, ამიტომ დასაკარგიც არაფერი გვაქვს. ამიტომ წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.

– თუ თვითმფრინავი პიკში შედის, ყველაზე უსაფრთხოა სამხედრო მფრინავების პოზა: მოვიკუნტოთ და ზურგით შევბრუნდეთ თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ.

– საფრთხე მოგზაურს შეიძლება ჰაერშიც ელოდეს და მიწაზეც. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ ბარები ადგილობრივი ხულიგნების თავშეყრის ადგილია. თუ მაინცდამაინც მოგინდათ სასმელის დალევა – გააკეთეთ ეს სწრაფად და დატოვეთ ადგილი. ადამიანებთან თვალებით შეხვედრას და ღიმილს ვერიდოთ – ეს ყველგან კეთილმეგობრობის ნიშნით არ აღიქმება.

– არ არის მიზანშეწონილი სხვა კულტურის მატარებელ ქვეყნებში, მკვეთრად გამოვიყოფოდეთ მასისგან. საქმე მარტო ტანსაცმელს არ ეხება: არ ჩავიცვათ გამომწვევი სამოსი, ნუ გამოვაჩენთ ძვირადღირებულ ტექნიკას და სამკაულს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*