როგორ აღადგენენ ძველ რუკებს

შოტლანდიაში, ერთ–ერთი სახლის საკვამურში აღმოჩენილია დაფერფლილი გრაგნილი. ის სპეციალისტებს გადასცეს, რომლებმაც არტეფაქტის აღდგენა შეძლეს.

80e25bd84523adf69ff577434aa043deგრაგნილი, რომელიც ხელში პი
რდაპირ იშლებოდა, 2007 წელს აღმოაჩინეს აბერდინში ერთ–ერთი სახლის საკვამურში. სახლის მფლობელებმა იგი შოტლანდიის ნაციონალურ მუზეუმს გადასცეს. მწერებისგან და კვამლისგან სერიოზულად დაზიანებული მასალის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი XVII საუკუნის რუკაა. მეცნიერები მის აღდგენას შეუდგნენ.

რუკის ქსოვილის ნაწილი უფრო კარგად არის შემონახული, ვიდრე ქაღალდის ფუძე. მეცნიერებს რამდენიმე წელი დასჭირდათ მის გასაწმენდად, გასასწორებლად და აღსადგენად, მაგრამ შედეგი ამად ღირდა: აღმოჩნდა, რომ 2,2X1,6 მეტრის ზომის რუკა ცნობილი ჰოლანდიელი გრავიორის და კარტოგრაფის ჰერალდ ვალკის მიერ არის შედგენილი.

მომავალში უნიკალური ისტორიული მოწმობა შოტლანდიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინება ყველა დამთვარიელებლისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*