როგორ გამოიყურება ახლადდაბადებული გალაქტიკა

ტელესკოპ “ჰაბლის” საშუალებით მიღებულია ჰერკულესის თანავარსკვლავედის გალაქტიკის ფოტო. ის შედარებით ახალი “დაბადებულია”. ამის მიზეზი ორი გალაქტიკის შეჯახებაა.

NGC 6052 გალაქტიკიდან სინათლე დედამიწამდე 230 მილიონი სინათლის წელიწადი მოგზაურობდა. ის 1864 წელს აღმოაჩინეს. ეს სპირალური გალაქტიკა პეკულარულის კლასს მიაკუთვნეს: ასე უწოდებენ გალაქტიკებს, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური თავისებურებები გააჩნიათ, რის გამოც, მათ გარკვეულ კლასს ვერ მიაკუთვნებენ.

NGC 6052-ის ანომალურ თავისებურებებს შორის არის მისი აღმოსავლეთის ნაპირის ირეგულარობა, ნივთიერებების გამოტყორცნა, ასევე მისი ცენტრალური უბნის ბრუნვის უჩვეულო მიმართულება.

2015 წლისთვის ასტროფიზიკოსები ყველაფერ ამას ახსნას უძებნიდნენ: “ეს არის ახალი გალაქტიკა, რომელიც თავისი არსებობის ადრეულ სტადიაზე იმყოფება”. ორი სხვა გალაქტიკა, მიზიდულობის გავლენით, თანდათან ერთმანეთს მიუახლოვდა, შეეჯახნენ და ერთიან სტრუქტურად გადაიქცნენ.

230 მილიონი წლის წინ ახალ გალაქტიკას ქაოტური ფორმა და შემადგენლობა ჰქონდა. ფორმირების დასრულების შემდეგ, ის სტაბილური გახდება. როგორც NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, ის შეიძლება არასდროს გახდეს სხვა გალაქტიკების მსგავსი.

NGC 6052-ის ფოტო 2015 წელს მიღებულია პლანეტარული კამერის The Wide Field/Planetary Camera (WFPC) დახმარებით, რომელიც ასტრონომიულ ობსერვატორია “ჰაბლზეა” დაყენებული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*