როგორ გამოიყურება კოსმოსი ირმის ნახტომის ცენტრიდან: გასაოცარი ვიდეო

NASA-მ გამოაქვეყნა 360°–იანი ვიდეო, რომელიც საშუალებას იძლევა ვირტუალურად ვიმოგზაუროთ ირმის ნახტომის ცენტრში.

კოსმოსური ობსერვატორიის Chandra X-ray–ის მონაცემებზე დაყრდნობით, NASA-ს სპეციალისტებმა შექმნეს ზე მკვეთრი პანორამული ვიდეო ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან. ცენტრი მდებარეობს ზე მასიური შავი ხვრელიდან, მშვილდოსანი A *–დან რამდენიმე სინათლის წლის დაშორებულ უბანში. ვიდეო გვიჩვენებს ათეულობით მასიურ ვარსკვლავს, ასევე ძლიერ ქარებს, რომლებიც მათი ზედაპირებიდან ქრის.

ასევე შესაძლებელია იმ ნივთიერების მკვრივი გროვების დანახვა, რომელიც შავი ხვრელის მიმართულებით მიედინება. ცისფერი და ლურჯი ფერები ათეულობით მილიონი გრადუსის ცხელი გაზების ღრუბლების რენტგენული გამოსხივებებია. წითელი – შედარებით გრილი უბნების ულტრაიისფერი გამოსხივების ილუსტრაციაა. აქ ტემპერატურა რამდენიმე ათეული ათასი გრადუსია. ყვითელი ფერი კი გვიჩვენებს ყველაზე დიდი სიმკვრივის მქონე შედარებით ცივ გაზებს. გაზების ნაკადების შეჯახება კი, სინათლის მკვეთრი გამონათებებით არის ნაჩვენები.

გალაქტიკური ცენტრის ვიდეოს ნახვა ვირტუალური რეალობის სათვალით უკეთესია, მაგრამ მის გარეშეც მნახველებს გასაოცარი სანახაობა ელით. 360°–იანი ფორმატი კი საშუალებას იძლევა, ირმის ნახტომის ცენტრისკენ გადავადგილდეთ და დავინახოთ ის ყველა მხრიდან და სხვადასხვა რაკურსით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*