როგორ გამოიყურება მარსის პოლარული ქუდი

პლანეტის ახალი ფოტოები კოსმოსურმა აპარატმა “მარს-ექსპრესმა” გადაიღო.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ავტომატურმა საპლანეტაშორისო სადგურმა “მარს-ექსპრესმა” მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ყინულოვანი ქუდის ფოტოები გამოგზავნა. კარგად ჩანს ყინულის ფენები, ბნელი ღრმულები, ასევე ძლიერი ქარების ნიშნები და შტორმული აქტივობები.

პეიზაჟი თავისებური ტილოებით წარმოგვიდგება: კაშკაშა თეთრი ყინული ფარავს მუქ წითელ და ყავისფერ უბნებს. მუქი-წითელი და ოხრა-ყვითელი ღრმულები ყინულოვანი ქუდის ზედაპირიდან არიან ამოჩრილები. ისინი უფრო მეტად უსწორმასწორო სისტემებს ქმნიან. ისინი ცენტრიდან გვერდებისკენ იშლებიან და სპირალურად იხვევიან. ითვლება, რომ ეს ღრმულები ქარების ეროზიის შედეგად არიან წარმოქმნილები.

ასეთ ქარებს კატაბატიკურს უწოდებენ. ისინი დიდი სიმაღლის რაიონებში წარმოიქმნებიან და ცივი, მშრალი ჰაერის სიმძიმის ძალით ქვემოთ, უფრო თბილი რაიონებისკენ ეშვებიან. მათზე კორიოლისის ძალა მოქმედებს, რის გამოც, სწორი გზიდან გადადიან და ხვეულებს ქმნიან.

ცენტრიდან მარცხნივ ჩანს ღრუბლების რამდენიმე გაწელილი ნაკადი. ისინი ღრმულების პერპენდიკულარულად მდებარეობენ. ითვლება, რომ ისინი ლოკალური შტორმებით არიან გამოწვეული, რომლებსაც მტვერი ააქვთ მარსის ატმოსფეროში და ნელ-ნელა ცვლიან მარსის ლანდშაფტის იერს.

ამ რეგიონებში მიმდინარე ნებისმიერი აქტიური პროცესი და პოლუსები მარსის განსაკუთრებით საინტერესო უბნებია.

ყინულის ეს ფენები პლანეტის წარსულზე ინფორმაციას ინახავენ – როგორ ფორმირდებოდა კლიმატი მარსზე და როგორ იცვლებოდა ის ბოლო რამდენიმე მილიონი წლის მანძილზე.

“მარს-ექსპრესი” წითელი პლანეტის ორბიტაზე 2003 წელს გავიდა. 2018 წელს აპარატმა 1,5 კილომეტრი სისქის ყინულის ქვეშ ტბის არსებობა დააფიქსირა სამხრეთ პოლუსზე. სწორედ ეს ტბა გახდა პირველი ცნობილი მუდმივი წყალსატევი მარსზე.

cdd42a1f17bb46899bd065d2ce0134ac.max-2000x1000

e2f14da30dd648dcaad1bf97a9ca902c.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*