როგორ გამოიყურება მზის ჩასვლა მარსზე, ვენერაზე და სხვა პლანეტებზე: NASA-ს შესანიშნავი სიმულაცია

ფერების პალიტრა, რომლის ნახვაც შესაძლებელია მზის სისტემის სხვადასხვა ციურ სეულზე მზის ჩასვლის დროს.

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერ-პალეონტოლოგმა, ჯერონიმო ვილიანუევამ შექმნა სხვადასხვა ციურ სხეულებზე მზის ჩასვლის სიმულაცია. მან თავისივე გამოგონებული ინსტრუმენტი “სპექტრის პლანეტარული გენერატორი” და კომპიუტერული მოდელირება გამოიყენა.

სიმულატორი პლანეტების , კომეტების და ეკზოპლანეტების სინათლის გადაცემის პროგნოზებს აკეთებს. ის კოსმოსური სხეულების ზედაპირის და ატმოსფეროს შემადგენლობას ითვალისწინებს.

მოდელირება ითვალისწინებს, თუ, როგორ იბნევიან ფოტონები სხვადასხვა მიმართულების ფოტონების ენერგიაზე და ატმოსფეროში მოლეკულების ტიპებზეა დამოკიდებული.

მიღებულ ფერთა პალიტრას დაინახავდნენ ისინი, ვინც შეძლებდა მზის ჩასვლის ნახვას ციური სხეულების ზედაპირიდან.

კიდევ ერთი ანიმაცია ციური სხეულების ატმოსფეროში ფერების ცვლილების დემონსტრირებას ახდენს. ვიდეოზე თეთრი წერტილი მზის ადგილმდებარეობაა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ სიმულაცია ბოლომდე სანდო არ არის, მაგრამ მას სერიოზული სამეცნიერო საფუძველი გააჩნია.

ეს სამუშაო ურანზე მომავალი მისიის ფარგლებში ჩატარდა. ამ მისიას ვილიანუევა ხელმძღვანელობს. ზონდი ურანის ატმოსფეროში უნდა დაეშვას და პლანეტის შემადგენლობა და სტრუქტურა უნდა შეისწავლოს. ასევე, უნდა გაარკვიოს, რითი განსხვავდებიან გაზის გიგანტები ყინულის გიგანტებისგან.

მისია ურანზე 2034 წლისთვის არის დაგეგმილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*