როგორ გამოიყურება მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი

ავტომატურმა სადგურმა “Smart 1″–მა გადაიღო მთვარის ფოტოების სერია. ამან დედამიწის თანამგზავრის ჩრდილოეთ პოლუსზე ნათელი წარმოდგენა შექმნა.

ევროპის კოსმოსურმა სადგურმა (ESA) წარმოადგინა მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის გამოსახულება. მონაცემები გადმოსცა მთვარის ზონდმა “Smart 1″–მა.

აპარატი 2003 წლის 27 სექტემბერს გაუშვეს, ხოლო წელიწადნახევრის შემდეგ დედამიწაზე გამოგზავნა ახლო მანძილიდან გადაღებული მთვარის ზედაპირის პირველი ფოტოები. 2005 წლის 27 თებერვალს აპარატმა თავის საბოლოო მიზანს მიაღწია: ის გახდა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი, რომლის ბრუნვის პერიოდი 5 საათია. 2006 წლის 3 სექტემბერს აპარატმა თავისი მისია შეასრულა. ის გამოიყვანეს ორბიტიდან და მთვარის ზედაპირზე შეჯახებისას განადგურდა.

ზონდის მიერ შეგროვებული გაფანტული ინფორმაციის მიხედვით ESA–ს სპეციალისტებმა შეადგინეს მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის გამოსახულება – დედამიწიდან მისი დანახვა შეუძლებელია.

სურათები გადაღებულია სხვადასხვა დროს სხვადასხვა განათების ფონზე – ჩრდილები სხვადასხვა კუთხით ეცემოდა, თუმცა საბოლოო შედეგზე ეს თითქმის შეუმჩნეველია.

b1667328b7b50698f0ee0fd823f06ec5

316b4ff392198662c05ec236b7170603

f19dc69b1555389cc8541ca2b82925f4

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*