როგორ გამოიყურება მოვლენების ჰორიზონტი: პირველი ფოტოგრაფია

მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა პირველად აჩვენა ზემასიური შავი ხვრელის ჰორიზონტის ფოტო, რომელიც მიღებულია ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილებში განლაგებული რვა რადიოტელესკოპის საშუალებით.

ასტრონომებმა მიიღეს გალაქტიკა მესიერ 87–ის ცენტრში არსებული შავი ხვრელის ფოტოგრაფია. ის დედამიწიდან 54 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. მეცნიერები ასევე აკვირდებოდნენ ირმის ნახტომის ცენტრში არსებული შავ ხვრელს მშვილდოსან А*–ს.

შავ ხვრელს სივრცის იმ უბანს უწოდებენ, რომელსაც ძლიერი მიზიდულობა აქვს, რის გამოც ის სინათლეს არ ატარებს. მათი არსებობა დაფუძნებულია ფარდობითობის საერთო თეორიაზე. ეს ობიექტები უხილავია და ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს. ამის გამო მათი აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ რადიაციაზე, ელექტრომაგნიტურ ტალღებზე და შავი ხვრელის გარშემო სივრცის გამრუდებაზე დაკვირვება.

ახლა მეცნიერებმა პირველად შეძლეს გამოსხივების წრის და მოვლენის ჰორიზონტის განაპირას მატერიის აღბეჭდვა. გამოსახულება რადიომაგნიტური ტალღების სურათს წარმოადგენს, რომელიც რადიოტელესკოპით არის გადაღებული.

659144861377565de5e046d05ee1a685

Leave a comment

Your email address will not be published.


*