როგორ გამოიყურება ქარბუქი კოსმოსში

ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტაზე “როზეტამ” თოვლიანი ქარბუქი გადაიღო.

2016 წლის შემოდგომაზე, კოსმოსურმა აპარატმა “როზეტამ”  67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის შესწავლის მისია დაასრულა. Rosetta Osiris-ის თემატურ საიტზე 69 738 ფოტოგრაფია დაიდო. ისინი აპარატმა თავისი მუშაობის პერიოდში გამოგზავნა: პირველივე კადრიდან, რომელზეც კომეტა ძლივს ჩანს, ბოლო კადრამდე ის “როზეტას” ციურ სხეულთან შეჯახების წინ არის გადაღებული.

2016 წლის ივნისში, კომეტის ორბიტაზე მოძრაობის დროს, აპარატმა დააფიქსირა მტვერი და ყინულის ნაწილაკები, რომლებიც ობიექტის ზედაპირზე დაფრინავდნენ. რამდენიმე გამოსახულების გაერთიანებით, მეცნიერებმა “კოსმოსური თოვა” გვიჩვენეს.

NASA-ში განმარტავენ, რომ ყველაზე მკვეთრი ლაქები – ეს დამუხტული ნაწილაკების წვიმაა, ასევე დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედისკენ მიმართული მჭიდრო ვარსკვლავური ფონია. ანიმაცია შედგენილია 25 წუთის განმავლობაში მიღებული 33 თანმიმდევრობითი კადრისგან, რომლებიც გადაღებულია კომეტიდან 13 კილომეტრით დაშორებული მანძილიდან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*