როგორ გამოიყურებოდა უძველესი ფორტი შოტლანდიაში

მეცნიერებმა შექმნე III-IV საუკუნეების დასახლების სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია.

პიკტები შოტლანდიის უძველესი ხალხია. თავდაპირველად ეს ტომთა კავშირი იყო. VI საუკუნეში რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი წარმოიშვა. მოგვიანებით ისინი სამეფოდ გაერთიანდნენ.

პიკტები სისტემატურად ესხმოდნენ თავს სამხრეთ ბრიტანეთს. 360 წელს კი ლონდონს მიაღწიეს.

VI საუკუნეში ისინი ქრისტიანები გახდნენ, ხოლო 4 საუკუნის შემდეგ ასიმილაციის შედეგად არსებობა შეწყვიტეს.

1832 წელს შოტლანდიის სანაპიროზე მოზარდებმა, ქალაქ სთოუნჰეივენიდან, პიკტების სიმბოლოებით დაფარული ქვები იპოვეს.

მასშტაბური კვლევა მხოლოდ ახლა დაიწყო. კვლევაში ალპინისტებიც ჩაერთვნენ. მათ ის ქარაფი დეტალურად შეისწავლეს, სადაც ეს ქვები იპოვეს. ამას გარდა, სანაპირო ზოლზე ციხესიმაგრის კედლის ნარჩენები და ქვის სახლების ნანგრევები აღმოაჩინეს.

შედეგად, ამ ადგილას III-IV საუკუნეებში პიკტების ფორტის არსებობა დადასტურდა: ასაკი დადგინდა რადიონახშირბადის ანალიზით. დასახლების მცხოვრებლებს კლდის ქარაფზე მოხვედრა არ უჭირდათ: იმ დროს იგი ხმელეთთან ქვიანი გადასასვლელით იყო დაკავშირებული. შემდეგ ფორტის დიდი ნაწილი ზღვაში ჩაინგრა.

ციხესიმაგრის კომპიუტერული მოდელის შექმნისას სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს ყველაზე ძველი ფორტია, რაც აქამდე არის ცნობილი.

სავარაუდოდ იგი IV საუკუნეში მიატოვეს: ადამიანები დანოტარში გადასახლდნენ, რომელიც VII საუკუნეში პიკტების საზოგადოების მსხვილ ცენტრად იქცა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*