როგორ გამოიყურებოდა ძველეგვიპტელი “ახალგაზრდა ქალბატონი”

ერთ–ერთმა ყველაზე საყურადღებო ეგვიპტურმა მუმიამ სახე შეიძინა: მეცნიერებმა შექმნეს ახალგაზრდა ქალის იერ–სახე, რომელიც შესაძლოა ფარაონ ტუტანხამონის დედა იყოს.

1898 წელს მეფეთა ველზე აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მიენიჭა სახელი KV35YL (“YL” – ინგლისურად “ახალგაზრდა ქალბატონი”).

დიდი ხნის განმავლობაში სპეციალისტები მისი ვინაობის დადგენას ცდილობდნენ. 2001–2003 წლებში ეგვიპტოლოგებმა სამეფო წარმომავლობის რამდენიმე ნიშანი აღმოაჩინეს. გაკეთდა მისი ცოცხალი იერის პირველი რეკონსტრუქცია. შედეგად აღმოჩნდა ნეფერტიტთან მსგავსება. ბევრი მეცნიერი ამ აზრს არ ეთანხმებოდა. დნმ–ის ანალიზმა საბოლოოდ უარყო ნეფერტიტის შესახებ ჰიპოთეზა.

“ახალგაზრდა ქალბატონი” იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ტუტანხამონის დედა. ზოგიერთი ვერსიით, ის ფარაონ ეხნატონის დაც იყო. ამის დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება: იმ დროს გავრცელებული ნათესაური სისხლის შერევის გამო, ზუსტი გენეტიკური ხაზის დადგენა ძალიან რთულია.

ამ ქალის ისტორია მეცნიერებს ახლაც ძალიან იზიდავს. ცოტა ხნის წინ, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარმა ეიდენ დოდსონმა მუმიის კვლევის გაგრძელების ნებართვა მიიღო.

სპეციალისტებმა სამგანზომილებიანი სკანირება ჩაატარეს და სახის ციფრული რუქა მიიღეს. რეკონსტრუქციისთვის მოწვეული იქნა ელიზაბეტ დეინისი – პალეომხატვარი, რომელიც ძველი ადამიანების, მათ შორის ტუტანხამონის სახეების აღდგენაზე მუშაობდა.

მისი მუშაობის შედეგებით გაირკვა, რომ “ახალგაზრდა ქალბატონი” მაინც ძალიან ჰგავს ნეფერტიტს. ამის საფუძველზე ზოგიერთი მეცნიერი ისევ იმაზე ალაპარაკდა, რომ KV35YL სწორედ ცნობილი დედოფალია. მაგრამ ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ეს ისევ ჰიპოთეზად რჩება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*