როგორ გამოიყურებოდა XVII საუკუნის ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების ხომალდი: ვიზუალიზაცია

ძველი გემი ვირტუალურ რეალობაში გაცოცხლდა.

360 წლის წინ, ირლანდიის სანაპიროებთან ჩრდილოეთ ატლანტიკაში ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემი Melckmeyd (მერძევე) ჩაიძირა. XVII საუკუნეში დანიის მეფის გადაწყვეტილებით, ჰოლანდია და სხვა ევროპული ქვეყნები ისლანდიასთან ვერ ვაჭრობდნენ. ამ პრობლემას კონტრაბანდისტები წყვეტდნენ: ისინი თვითნებურად ამაგრებდნენ დანიის დროშას თავიანთ გემებზე და ამ ტყუილის საშუალებით ისლანდიის პორტებში შედიოდნენ.

ფლუიტი Melckmeyd 1659 წლის 16 ოქტომბერს შტორმის დროს ჩაიძირა. მისი ტრიუმი თევზით იყო სავსე. ცნობილია, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. 1992 წელს გემის ნამსხვრევები – ქვედა კორპუსის 33 მეტრის სიგრძის ნაწილი – დაივერებმა აღმოაჩინეს და ის ისლანდიის ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

2012 წელს ავსტრალიელმა არქეოლოგებმა, იმ დროისთვის ახალი, 3D მეთოდი გამოიყენეს და ჩაძირული შოტლანდიური გემების მოდელირება მოახდინეს. ახლა კი, ჰოლანდიური გემის ჯერი დადგა: ისლანდიელ კოლეგებთან ერთად მეცნიერებმა, უმცირესი დეტალების სიზუსტით, ფლუიტის გარეგნული იერი აღადგინეს.

ვიზუალიზაციისთვის 2016 წელს გაკეთებული გემის სკანირება და მისი ციფრული მოდელი გამოიყენეს. მონაცემების დამატებით წყაროდ კი ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატი იქცა, რომელიც ცნობილმა მხატვარმა 1658 წელს შექმნა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*