როგორ გამოიყურებოდნენ ძველი შოტლანდიელების ძაღლები

მკვლევარებმა შოტლანდიაში 4500 წლის წინ მობინადრე ძაღლის დრუნჩის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია შექმნეს. მოდელი შექმნეს თავის ქალის საფუძველზე, რომელიც ორკნეის კუნძულებზე ნეოლითის ხანის სამარხში იპოვეს. 

უძველესი ძაღლი მსხვილი კოლის ზომის იყო და რაღაცით ევროპულ რუხ მგელს წააგავდა. რეკონსტრუქცია არა მარტო ნეოლითის ხანის რიტუალებში ძაღლის როლის შესწავლაში დაეხმარება მეცნიერებს, არამედ 5 ათასი წლის წინ მოშინაურებული ძაღლის გარეგნობასაც აღადგენენ.

იმ დროს მოშინაურებულ ძაღლს თავის ქალა უფრო წინ გამოწეული, მგელთან შედარებით უფრო მოკლე დრუნჩი და უფრო მჭიდროდ განლაგებული კბილები ჰქონდა. ამასთან, ყურები უფრო ჩამოშვებული ჰქონდა, უფრო დიდი ტვინი, მოკლე კუდი და მსუბუქი ბეწვი ვიდრე მგელს.

უძველესი ძაღლების ნეშტები ნეოლითის ხანის სამარხშია აღმოჩენილი 1901 წელს შოტლანდიაში, მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ ახლა შეძლეს რეკონსტრუქციის შექმნა. ერთ–ერთი თავის ქალა KT-სკანერით შეისწავლეს და საკმაოდ რეალისტური 3D მოდელი შექმნეს, რომლის საბოლოო სახეზე უკვე მხატვარმა იმუშავა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*