როგორ გამოჩნდება დედამიწიდან ბეტელჰეიზეს აფეთქება

სიტუაციის მოდელი, რომელიც შემდგომი 100 000 წლის განმავლობაში მოხდება.

წითელი ზე-გიგანტის, ბეტელჰეიზეს სიცოცხლე დასასრულისკენ მიდის. სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს მოდელი, თუ რა დაემართება ვარსკვლავს აფეთქების შემდეგ. როცა მასიური ვარსკვლავის ბირთვში საწვავი თავდება, ის საკუთარი სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად იშლება და ზეახლად გადაიქცევა.

მკვლევარებმა გამოითვალეს, რომ ეს ბეტელჰეიზეს შემდგომი 100 000 წლის განმავლობაში დაემართება. ეს ასტრონომიული პროცესებისთვის პატარა დროა. ეს აფეთქება გამოიწვევს ნათებას, რომელიც მთელ გალაქტიკას დაფარავს. ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება მომაკვდავი ვარსკვლავის მასაზეა დამოკიდებული.

აფეთქების მოდელირებას პულსაციები ართულებენ. ვარსკვლავის სხვადასხვა ფენები შეიძლება გაფართოვდნენ ან შეიკუმშონ. ამის მიხედვით სინათლე ვარსკვლავიდან შეიძლება იყოს კაშკაშა ან სუსტი.

ბეტელჰეიზეს მოდელირების დროს აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავი უნისონში პულსირებს. ეს ნიშნავს, რომ როცა ვარსკვლავი აფეთქდება, ის მოიქცევა როგორც მოცემული რადიუსის მქონე სტატიური ვარსკვლავი. ამრიგად, ბეტელჰეიზეს მსგავსი ზეახალი ვარსკვლავის მოდელი იმ ვარსკვლავის ანალოგიურად გამოიყურება, რომელიც არ პულსირებს.

ბეტელჰეიზე ორიონის თანავარსკვლავედშია და დედამიწიდან 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. გასულ წელს ვარსკვლავის ნათების ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა. მეცნიერებმა ეს ბეტელჰეიზეს სწრაფ აფეთქებას დაუკავშირეს. თუმცა ვარსკვლავმა შეწყვიტა ჩაქრობა და პირვანდელი სიკაშკაშე დაიბრუნა.

როცა ბეტელჰეიზე ზეახალ ვარსკვლავად გადაიქცევა, ის ცაზე სიდიდით მესამე ციური სხეული გახდება მზის და მთვარის შემდეგ. ზოგიერთი გაანგარიშებით ის შესაძლოა მთვარეზე კაშკაშაც კი გახდეს.

აფეთქებიდან სამი წლის შემდეგ მისი სიკაშკაშე დღევანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ხოლო 6 წლის შემდეგ ბეტელჰეიზე გაქრება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*