როგორ განსახლდა ადამიანი ამერიკაში

არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიაზე ადამიანები 16 ათასი წლის წინ უკვე ცხოვრობდნენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ არქეოლოგები ბუენოს–აირესიდან. მათი კვლევა ჟურნალ Plos One–ში გამოქვეყნდა.

ამ დასკვნის საფუძველს მეცნიერებს სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში აღმოჩენილი მასალა აძლევს: ცხოველების ნაშთები, რომელთა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ადამიანის მსხვერპლი გახდნენ; შრომისა და სანადირო იარაღები, რომელსაც უძველესი ადამიანები იყენებდნენ. ამ ტიპის მასალებს პირველად 1980–იან წლებში მიაკვლიეს ჩილეში, კერძოდ, მონტე–ვერდეში.

ამერიკაში ადამიანის განსახლების პოპულარული თეორიის თანახმად, უძველესი ადამიანები პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდნენ, დაახლოებით 23 ათასი წლის წინ, ხმელეთის წვრილი ზოლის საშუალებით, რომელიც ბერინგის სრუტეში ორ კონტინენტს – აზიასა და ამერიკას აკავშირებდა და მოგვიანებით დაიძრა. შემდეგ ადამიანი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე განსახლდა. ამით ხსნიან მეცნიერები უძველესი ადამიანის ათამდე სადგომის არსებობას, რომელთა ასაკიც 13,2 ათასი წელია. მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ ამერიკაში აღარ გადასულან – წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მიაკვლევდნენ უძველეს სადგომებს, სადაც ისინი გზად ჩერდებოდნენ.

მეცნიერთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ უძველესი ადამიანები სამხრეთ ამერიკაში ჩრდილოეთ ამერიკიდან არ მოხვედრილან და ისინი აქ სხვა გზით აღმოჩნდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*