როგორ გაწყვიტა ერთმა კატამ ჩიტების მთელი სახეობა

შინაურმა კატამ ტიბლსმა ბუნებას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა.

1895 წელს კუნძულ სტივენსზე ჩიტების ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი და იმავე წელს ეს სახეობა გადაშენებული აღმოჩნდა. ეს კი ერთი შინაური კატის გამო მოხდა.

ადრე სტეფენსის ბუჩქნარის ნიბლია (Xenicus lyalli) მთელს ახალ ზელანდიაში იყო გავრცელებული. ეს მომღერალი ჩიტები არ დაფრინავდნენ და მხოლოდ მიწაზე დარბოდნენ. ახალ ზელანდიაში სამხრეთ–წყნაროკეანის კუნძულებიდან მიგრანტები ჩამოვიდნენ და თან ვირთხები შემოიყვანეს. სტეფენსის ნიბლიები მღრღნელებისთვის იოლი ნადავლი აღმოჩნდა და ძალიან მალე გაწყდნენ კიდეც. თუმცა დარჩენილი იყო ამ ფრინველების უკანასკნელი პოპულაცია – ახალზელანდიურ პატარა კუნძულ სტივენსზე, აქ ბუჩქნარის ნიბლიებს დიდხანს საფრთხე არ ემუქრებოდათ.

მაგრამ 1894 წელს კუნძულზე შუქურა ააშენეს. ზედამხედველმა დევიდ ლაიელმა აქ თავის კატა ტიბლსი ჩამოიყვანა. კატამ პატარა ჩიტებზე ნადირობა დაიწყო და ხანდახან პატრონთანაც მოჰქონდა ნადავლი. დევიდმა რამდენიმე ჩიტი შეინახა და მეცნიერებს გადასცა.

1895 წელს ახალზელანდიური ნიბლიების ახალი სახეობა აღწერეს, მაგრამ უკვე დაგვიანებით. ამ დროისთვის ამ სახეობის არც ერთი წარმომადგენელი ცოცხალი აღარ იყო. ისინი კუნძულზე ერთადერთმა მტაცებელმა – ტიბლსმა გაანადგურა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*